კადრები სომეხი "კანონიერი ქურდის", არმენ კაზარიანის ქალიშვილის ქორწილიდან, რომელსაც რუსული მედიის ცნობით, ბუბა კიკაბიძე და სოსო პავლიაშვილიც ესწრებოდნენ. ასევე რუსული მედიის ინფორმაციით, ქორწილში მყოფ არაერთ "კანონიერ ქურდს" შორის ქართველი "კრიმინალური ავტორიტეტებიც" იმყოფებოდნენ.
კადრებში, რომელიც გავრცელდა, არ ჩანს არც კიკაბიძე და არც პავლიაშვილი, თუმცა, ისმის პავლიაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა.