რატომ უნდა შეიძინოთ ჰოლოგრამიანი პროდუქტი?
სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს. ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონზე
ოფიციალური ჰოლოგრამით სამსუნგის სმარტფონები ადაპტირებულია ქართული ბაზრისთვის – შემოწმებულია და სრულად თავსებადია ადგილობრივი მობილური ოპერატორების ქსელებთან.

ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოს ექსკლუზიური ფასდაკლებებით, პრომო აქციებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით, როგორიცაა, მაგალითად „Trade–In“ და „უსაზღვრო ეკრანის გარანტია“.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს Galaxy S10-ზე უსაზღვრო ეკრანი დაზიანდა, სამსუნგი გთავაზობთ ერთ-წლიან სპეციალურ გარანტიას, რომლის ფარგლებშიც მაღალკვალიფიციური ტექნიკოსები დაზიანებულ ეკრანს ახლით შეგიცვლიან.
რაც შეეხება „Trade–In-ს“, ეს შესაძლებლობა მათთვისაა, ვისაც სურს, ჰქონდეს სამსუნგის უახლესი სმარტფონი Galaxy S10 და ამასთან, მოახერხოს მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვა. თუ თქვენ ხართ სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის მფლობელი, მაშინ გაქვთ შესაძლებლობა, „ჩააბაროთ“ თქვენი სმარტფონი და შეიძინოთ უახლესი ფლაგმანი ფასდაკლებით.
სამსუნგი სმარტფონებით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს ამარაგებს, სადაც განსხვავებული ელექტრონული ქსელი და მოთხოვნები გვხვდება. მაგრამ, როდესაც თქვენ საქართველოში ყიდულობთ სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით, აღარ დაგჭირდებათ გაურკვეველი წარმომავლობის დამტენების ან გადამყვანების შეძენა მის დასამუხტად. ასევე, არ მოგიწევთ სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი აპლიკაციებისგან შიდა მეხსიერების გასუფთავება. თქვენ დარწმუნებულები იქნებით, რომ შეიძინეთ ორიგინალი პროდუქტი, გაქვთ სამსუნგის ოფიციალური სერვის ცენტრის გარანტია, სარგებლობთ ექსკლუზიური პირობებითა და აქციებით, რომლითაც სამსუნგი საკუთარ მომხმარებელს ხშირად ანებივრებს.
ამგვარად ჰოლოგრამა სულაც არ არის ყუთზე დატანილი უბრალო სტიკერი, ის დაცვის უტყუარი მექანიზმია, რომელიც მომხმარებლის ინტერესებს იცავს და უზრუნველყოფს სამსუნგის ყველა უპირატესობით სარგებლობის შესაძლებლობას.
„სამსუნგ ელექტრონიქსის“ ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიები – ალტა-ოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, მაგთი, სმაილი, ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლგორამა გიცავს!
(R)