რატომ უნდა გადავიხადოთ ან არ გადავიხადოთ ძვირი? რატომ გვიკვირს დღემდე, როცა ვკითხულბთ, თუნ
რა განსხვავებაა მასიურ მარკასა დიზაინერის (ცნობილი მოდის სახლის) მიერ შექმნილ სამოსს შორის მაშინ, როცა ორივე მათგანი ერთი და იგივე ტენდენციას გვთავაზობს?

პირველი - ეს არის ქსოვილის ხარისხი. დიახ, სწორად წაიკითხეთ. ტექსტილს გააჩნია ვარგისიანობის ვადა. მასიურ წარმოებაში შექმნილი ტექსტილის ვარგისიანობის ვადა თუ განისაღვრება 6 თვიდან 1 წლამდე, მოდის სახლი იყენებს ქსოვილს, რომლის მინიმალური ვარგისიანობის ვადა განისაზღვრება 3 წლიდან ზევით. რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ფულს ვიხდით ხარისხში და არა უბრალოდ მოდის სახლის სახელში.
მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც პირდაპირი კავშირია ჩვენს ჯანმრთელობასა და იმასა თუ რა გვაცვია. როდესმე დაფიქრებულხართ, თუ რა ხარისხის საღებავით მიიღება ამა თუ იმ ფერის სამოსი. “გრინფისის“ ექსპერტების თქმით, დღეისათვის 100 მილიონი დასახელების ქიმიკატია ცნობილი. უამრავი დაავადების გამომწვევია, რომელსაც იაფფასიანი ახალგაზრდული ბრენდებიდან დაწყებული ისეთი ცნობილი მოდის სახლებიც კი იყენებენ, როგორებიც არის: Valentino, Armani, Louis Vuitton, D&G. როგორც მოდის სახლებმა, ასევე ცნობილმა ბრენდებმა პირობა დადეს, რომ 2020-2023 წლისთვის მდგომარეობა შეიცვლება.

საქართველოში დღემდე აქტუალობას არ კარგავს ბაზრობებსა და მეორადებში შეძენილი სამოსი. ჩვენ ვერც კი ვხვდებით, ყოველდღიურად როგორ ზიანს ვაყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას გაურკვეველ პირობებში შექმნილი და შეძენილი სამოსით.

მეორადი სამოსი გვკლავს, ის მუშავდება ქიმიური მინარევებით, რომელიც დერმატოლოგიური დაავდებებისა და ალერგიის გამომწვევია. და მაინც, თუ გადაწყვეტთ, რომ არჩევანი მეორად სამოსზე შეაჩეროთ, შეძენისას მაშინვე გულდასმით გარეცხეთ. შეარჩიეთ ისეთი სამოსი, რომელსაც მოზომვის გარეშე შეიძენთ. ნუ შესწირავთ საკუთარ ჯანმრთელობას მოდას.