პზოს ქალიშვილი სომხეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის, ედუარდ მადატიანის (მეტსახელად "ხუჭუჭ ედო") ახლო ნათესავზე ქორწინდება. ქორწილი "შესაბამის დონეზე" ჩაივლის - მარტო აშშ-დან 300 ადამიანს ელოდებიან.

54 წლის არმენ კაზარიანი „კანონიერ ქურდად" 1991 წელს, 26 წლის ასაკში დონის როსტოვში „აკურთხეს". აშშ-ში ყოფნის დროს, მან "სახელი გაითქვა", როგორც დანაშაულებრივი სინდიკატის მეთაურმა, რომლის ძირითად ბირთვს სომეხი ეროვნების ემიგრანტები
"პზოს" სახელთანაა დაკავშირებული გახმაურებული ისტორია - ექიმებისა და მათი პაციენტების პირადი მონაცემების მოპარვა, რისი მეშვეობითაც მაფიოზურმა დაჯგუფებამ ბარაკ ობამას სამედიცინო დაზღვევის პროგრამა "მეიდიქეარის" ფონდიდან 165 მილიონი დოლარის მიტაცება შეძლეს.
რაც შეეხება "ხუჭუჭ ედოს", ის 2000-2001 წლებში ტრანსპორტის მინისტრი, მანამდე კი პარლამენტის წევრი გახლდათ. მან სომხეთი 2004 წელს დატოვა, რადგან მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობის მომზადების ბრალდებით.

2008 წელს ყოფილი მინისტრი აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდა, რადგან, მოულოდნელად, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება შეწყდა.
გამოცემის ცნობით, კაზარიანის ქალიშვილის დღესასწაულზე მიწვეულ ქურდული სამყაროს ლიდერებს შორის არიან ქართველებიც, თუმცა, სტუმრების სია ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.
"ქურდული ქორწილის" გამო სომხეთის დედაქალაქში სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სპეცსამსახურების განსაკუთრებული მობილიზაციაა.