ყვითელი ცირკულარით ძებნის მიზანი დაკარგულ პირთა (ძირითადად, არასრულწლოვანთა) ადგილმდებარეობის დადგენა ან იმ პირთა იდენტიფიკაციაა, რომლებიც თავად ვერ ახერხებენ საკუთარი პიროვნების იდენთიფიკაციას. ყვითელი ცირკულარით საქართველოს 19 მოქალაქე იძებნება:
გიორგი ჯავანი (ჯაოიანი) - დაბადებული 17/08/1989 თბილისში, დაიკარგა 1997 წელს, 7 წლის ასაკში. მამა - ჯავანი მამუკა, დედა ასლანოვა ლია.

თამარა ჯავანი (ჯაოიანი) - დაბადებული 21/11/1990 თბილისში, დაიკარგა 1997 წელს 6 წლის ასაკში.

ნუგი დვალიშვილი - დაბადებული 29/08/1994 ქუთაისში, დაიკარგა 2004 წლის 20 აგვისტოს 9 წლის ასაკში.

დემეტრე ხანდაველი - დაბადებული 29/05/2017 დაიკარგა 2018 წლის 13 მაისს 11 თვის ასაკში, საფრანგეთის ქალაქ გარშიდან, სადაც სამკურნალოდ იყო წაყვანილი. იხილეთ სრულად: