მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა... რა მოხდა ამ ხნის მანძილზე ქალბატონი მანანას ცხოვრებაში, როგორ ცხოვრობს, რაზე წუხს - ამაზე AMBEBI.GE-ის თავად უყვება.
"რა აზრი აქვს ისეთ ადგილას წასვლას, თუ წინასწარ ხარ მარცხისთვის განწირული? სასწაული ემოცია იყო... მანამდე გადაცემა რამდენჯერმე
შოუში მისვლამდე თუ გგონია, მიხვალ და ითამაშებ, სკამზე რომ ჯდები, ურთულესი რამაა... ამიტომ, მეგონა, ასე - 800 ლარს მოვიგებდი, რაც იმ დროისთვის ჩემი ერთი წლის ბიუჯეტი იყო, მაგრამ 20.000 ლარი? არც მიფიქრია, ვერც წარმოვიდგენდი", - გვიყვება ქალბატონი მანანა და ამბობს, რომ მოგების შემდეგ რამდენიმე თვე გონზე ვერ მოდიოდა, ვერ იაზრებდა, რა მოხდა.
- ე.ი. გაგიჭირდათ წარმატების აღქმა...
- ის ხომ ინტელექტუალური შოუ იყო და არა ინტელექტუალური შეჯიბრი. შოუს თავისი ელემენტები აქვს, ინტელექტუალურ შეჯიბრს - თავისი. როცა შოუ ტელევიზიაში უამრავი მაყურებლისთვის გადის, ცხადია, მაყურებელმაც უნდა ისიამოვნოს და ეს სულ მახსოვდა, იქ ყოფნისას არ დამვიწყებია. მაყურებელი არ უნდა დაგავიწყდეს და შენთვის არ უნდა ითამაშო.
მეცინება, როცა მსგავს შოუში ძალიან ადვილი შეკითხვა დაისმება და სანამ წამყვანი დაასრულებს, მანამდე წამოიძახებენ ხოლმე პასუხს. ამით მაშინვე აგდებენ შოუს ხარისხს და ვერ ხვდებიან. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ვერ საზღვრავენ, სად მიდიან. ამის გარდა, თუ ელემენტარული რამ არ იციან, იქ ფულის გამო ნუ მივლენ, თავს ნუ გაიმასხარავებენ...
- რა მოგიტანათ ცნობილ შოუში გამარჯვებამ?
- ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ეტაპი დაიწყო. რისი თქმა მინდა - ბავშვობიდანვე წიგნი იყო ჩემი ყველაფერი... 1991 წელს, ჩემს სახლს ზნაურში (დაბა ზნაური ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ) ცეცხლი წაუკიდეს და დავრჩით უსახლკაროები, უმუშევრები. გაოგნებული ვიყავი, ვფიქრობდი, - რა მოხდა ასეთი, რატომ დამემართა ასე? რატომ არ შეიძლება, ერთი ჭერი ჩემთვისაც იყოს? სად წავიდა ამდენი ცოდნა, განათლება, ასე როგორ ჩაიყარა წყალში ყველაფერი?.. ფილოლოგი ვარ და იმ დროისთვის უკვე 20 წლის მუშაობის გამოცდილება მქონდა...
20 000 ლარის მოგების შემდგომ კი, ამ წარმატებამ ჯერ საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნა, მაგრძნობინა, რომ ვიღაც ვიყავი... ცუდია, როცა საკუთარი თავის რწმენა გეკარგება... მერე ადამიანებმაც დამინახეს, გზა გამეხსნა, თბილისში სახლი ვიყიდე. თბილისში იმიტომ ვიყიდე, რომ ფესვები სადაც მქონდა, იქიდან ამომგლიჯეს. მერე უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა, სად ვიცხოვრებდით...
მთავარია, ადამიანმა იმედი არ დაკარგოს. იმედი რომ დამეკარგა და იმ შოუში არ მივსულიყავი, ხომ ვერ მოვიგებდი?! ე.ი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! განაგრძეთ კითხვა: