აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სოციალურ ქსელში ყოფნას, შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდენოს გოგონების თვითშეფასების დონეზე
ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ სოციალურ ქსელებში დიდხანს ყოფნამ შესაძლოა ფსიქიკური აშლილობა და კვებითი დარღვევები გამოიწვიოს, რასაც თავის მხრივ ანორექსიამდეც კი მივყავართ.
აღნიშნულის შესახებ სტატია Eating Disorders-ში გამოქვეყნდა. მკვლევარებმა გამოკითხეს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, რომლებიც დღეში ერთ საათზე მეტს მაინც ატარებენ სოციალურ ქსელში. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი მტკივნეულად რეაგირებდა, თუკი სხვა მომხმარებლები მათ ფოტოებს არ "ალაიქებდენ".
აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სოციალურ ქსელში
ყოფნას, შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდენოს გოგონების თვითშეფასების დონეზე და გამოიწვიოს კვებითი დარღვევები.