"როდესაც გიორგი გარდაიცვალა, ვიფიქრე ...." - თბილისიდან სვანეთში წასული გოგოს ისტორია
თბილისიდან სვანეთში წასული გოგოს ისტორია - 28 წლის ელენე განაია შვილებთან ერთად უკვე რამდენიმე წელია, მესტიაში ცხოვრობს. ქმარი დაეღუპა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, ქმრის მშობლებთან ეცხოვრა და მთაში მყოფი ახალგაზრდებისთვის რამე შეეცვალა. მესტიელ ახალგაზრდებს ინგლისურს ასწავლის, ამის გარდა სხვადასხვა პროექტს ახორციელებს მათი განვითარებისთვის. ამბობს, რომ მთავარი სტიმული თავისი შვილები და სვანი ახალგაზრდები არიან.