04 აპრილი, 2019
“რობაქიძის მკვლელობაზე საუბარისას მას წამოცდა…” – ფსიქოლოგი მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუზე
საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვრცელ ინტერვიუზე თავისი შთაბეჭდილებები „ინტერპრესნიუსს” ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ გაუზიარა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

“პოლიტიკოსმა რომ გულწრფელად ილაპარაკოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე აღარაა პოლიტიკოსი. მაგრამ სააკაშვილის ბოლო ინტერვიუში საკმაოდ ბევრი იყო წამოცდენილი სიტყვები. როგორც ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ, სწორედ ეს წამოცდენილი სიტყვები არის ის, რაც წყალქვეშა დინებებს ამოძრავებს.

რობაქიძის მკვლელობაზე საუბარისას მას წამოცდა – ყველგან ხდება იარაღის ჩადება. მე როცა ადამიანს ვუსმენ, მინდა რომ რამდენადაც ეს შესაძლებელია, ის იყოს ობიექტურად იმის ამსახველი, რაც
არის. და თუ ობიექტურად ვერ ასახა, ფიქრობდე, რომ ის ობიექტურია. არასასიამოვნო განცდა დარჩა იმის გამო, რომ ჩვენ ვიცით – ასე ყველგან არ ხდება, არადა, საპირისპირო რამ მოვისმინეთ”, – განაცხადა ნანა ჩაჩუამ ჟურნალისტ კობა ბენდელიანისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლმა ნიკა გვარმიასთვის მიცემულ ინტერვიუში გან­აცხა­და, ისეთი შემთხვევა, როგორიც ბუტა რობაქიძის მკვლელობაა, ამე­რი­კა­ში ყო­ველ­თვი­უ­რად ხდე­ბა.

„რო­ბა­ქი­ძის ის­ტო­რი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, ასე­თი რა­ღაც ამე­რი­კა­ში ყო­ველ­თვი­უ­რად ხდე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რგან ხდე­ბა პო­ლი­ცი­ის მიერ ია­რა­ღის ჩა­დე­ბა, პენ­სილ­ვა­ნი­ის ცი­ხე­ში მუდ­მი­ვად აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ პა­ტიმ­რებს. ეს ხდე­ბა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც იყო გა­მო­უც­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტი, რას ვთხოვთ ხალ­ხს, რო­მელ­საც წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, სა­ხელ­მწი­ფო რა იყო,“ – გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

რო­გორც ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, მას არც გირ­გვლი­ა­ნის და არც რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია და „დიდი ღო­რო­ბაა პრე­ზი­დენ­ტის­თვის ამის დაბ­რა­ლე­ბა“.
განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS