ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად და სამოგზაუროდაც დადიან.
როგორ უნდა მოვიქცეთ საზღვარზე ისე, რომ მესაზღვრის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და სასურველ ქვეყანაში მოვხვდეთ, ამის შესახებ ტურისტული სააგენტო “DM Travel“-ის დამფუძნებელი დავით მესხიძე გვესაუბრება.
- დავით,
- სეზონურად ალბათ უფრო მაინც ყველაზე მოთხოვნადი თურქეთი და ეგვიპტეა, ალბათ იმიტომ, რომ მაშინ როდესაც ჩვენთან საკმაოდ დაბალია ტემპერატურა, ამ ქვეყნებში გაცილებით მაღალი ტემპერატურაა და დამსვენებლებს შეუძლიათ ცოტა ხნით მაინც მოწყდნენ თბილისის სუსხიან ამინდებს და ცხელ სანაპიროზე მშვიდად ინებივრონ, მიეფიცხონ მზეს.
მოგეხსენებათ, რაც საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო, ქართველები აქტიურად მოგზაურობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი. ასევე მოთხოვნა არის ისრაელზე, სადაც მოხვედრა არც ისე მარტივია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთის.
- ცნობილია და თქვენც აღნიშნეთ, რომ ბევრი ადამიანი მიემგზავრება ისრაელში, სადაც ნაკლებად უშვებენ სხვა ქვეყნის მცხოვრებლებს, რატომაა ასეთი გამკაცრებული ზომები?
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ჩასასვლელად ვიზები არ ესაჭიროებათ, საგარეო უწყების ინფორმაციით, ბოლო ხანებში საზღვრიდან არა ერთი ადამიანი გამოაბრუნეს უკან. ისრაელში ჩასვლის მსურველები უსიამოვნო, სტრესულ სიტუაციებზე ლაპარაკობენ. გამკაცრებული კონტროლის ოფიციალურ მიზეზად სახელდება ისრაელში არალეგალურად დარჩენის შემთხვევების რიცხვის ზრდა, ხოლო პირი, რომელიც მიემგზავრება საექსკურსიო ტურით, ვერ გეტყვით, რომ 100% თანხმობას მიიღებენ საზღვარზე, თუმცა, მათ ჩვენს მიერ შეთავაზებული, საექსკურიო ტურები ბევრად დაეხმარებათ საზღვრის გადაკვეთაში.
- რა უნდა გავითვალისწინოთ საზღვარზე, მესაზღვრის კეთილგანწყობა რომ მოვიპოვოთ? რას აქცევენ ყურადღევას?
- აუცილებელია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე საზღვარზე, ნაკლებად ვიყოთ დაძაბულები და არ გვეტყობოდეს ნერვიულობა. მშვიდად გავიაროთ საბაჟო შემოწმება. ამასთანავე, თან უნდა გვქონდეს საჭირო დოკუმენტები, რომლის გარეშეც ვერ შევძლებთ საზღვრის გადაკვეთას.

- რა დოკუმენტებია საჭირო გამგზავრების წინ?
- გამგზავრების წინ აუცილებელია თან გვქონდეს საჭირო საბუთები, მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები: სასტუმროს ჯავშანი ან მისი დამადასტურებელი საბუთი, სამოგზაურო დაზღვევა, მგზავრობის სრული პერიოდისათვის საარსებოდ და სამშობლოში დაბრუნებისათვის საკმარისი თანხის ფლობის დამადასტურებელი საბუთი (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკები ან მოქმედი საბანკო ბარათები, სამგზავრო ბილეთი ორივე მიმართულებით.
- იმ შემთხვევაში თუ 90 დღეზე მეტხანს დარჩი ევროპაში, რა სანქციები არის გატარებული და რა ბედი ელის იმ ჯარიმებს, რომლებსაც სხვა ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენის გამო უწერენ ქართველ ემიგრანტებს?
- 90-დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და აეკრძალება ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები გაუფრთხილდნენ ვადებს.
- აქვთ თუ არა მათ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სხვა ქვეყანაში დაბრუნების უფლება?
- 5 წლის გასვლის შემდეგ მათ აქვთ უფლება დაბრუნდნენ შენგენის ზონის ქვეყნებში.
- სამი რჩევა მოგვეცით, რაც ისრაელში შესვლას გაგვიმარტივებს?
• ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი იყოს სრულად
• წარუდგინეთ მესაზღვრეს საექსკურსიო ტურის აღწერა
• იყავით მშვიდები