გავლენიანი „კრიმინალური ავტორიტეტი“ და ყოფილი №1 “კანონიერი ქურდი“ შაქრო კალაშოვი ციხეში ყოფნის პერიოდში შესანიშნავად ახერხებს, საკუთარ ქონებას მიხედოს, ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რუსული კრიმინალური სამყაროს 65 წლის ლიდერი თებერვლის ბოლოს კრასნოდარის ოლქში, მკაცრი რეჟიმის მეორე დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას 9-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. როგორც გაირკვა, კრასნოდართან კალაშოვს მხოლოდ ციხე არ აკავშირებს - "Life"-ი წერს, რომ მისი ქონება მთლიანად გაფორმებულია აღნიშნულ ოლქში მცხოვრებ 57 წლის ქალზე, იულია ბრატჩენკოზე, რომელიც კალაშოვის ცოლის, მარინა გოლდბერგის შორეული ნათესავია.
გოლდბერგი
და ბრატჩენკო ქალაქ აპშერონსკში დაიბადნენ, მოგვიანებით კი ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოლქში. 2003 წელს შაქრო კალაშოვმა გოლდბერგს მოსკოვში სამოთახიანი ბინა უყიდა და გოლდბერგი და ბრატჩენკო საცხოვრებლად რუსეთის დედაქალაქში გადავიდნენ. მედიის ინფორმაციით, ბინის საბაზრო ღირებულება 50 მლნ დოლარია.
კალაშოვმა საკუთარი ქონება ბრატჩენკოს სახელზე რამდენიმე წლის წინ გადააფორმა.
დაათვალიერეთ ფოტოები: