26 მარტი, 2019
ვისზეა გაფორმებული და როგორი სახლი აქვს შაქრო კალაშოვს?
გავ­ლე­ნი­ა­ნი „კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი“ და ყო­ფი­ლი №1 “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ შაქ­რო კა­ლა­შო­ვი ცი­ხე­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში შე­სა­ნიშ­ნა­ვად ახერ­ხებს, სა­კუ­თარ ქო­ნე­ბას მი­ხე­დოს, ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია წერს.

რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს 65 წლის ლი­დე­რი თე­ბერ­ვლის ბო­ლოს კრას­ნო­და­რის ოლ­ქში, მკაც­რი რე­ჟი­მის მე­ო­რე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას 9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი. რო­გორც გა­ირ­კვა, კრას­ნო­დარ­თან კა­ლა­შოვს მხო­ლოდ ციხე არ აკავ­ში­რებს - "Life"-ი წერს, რომ მისი ქო­ნე­ბა მთლი­ა­ნად გა­ფორ­მე­ბუ­ლია აღ­ნიშ­ნულ ოლ­ქში მცხოვ­რებ 57 წლის ქალ­ზე, იუ­ლია ბრატ­ჩენ­კო­ზე, რო­მე­ლიც კა­ლა­შო­ვის ცო­ლის, მა­რი­ნა გოლდბერ­გის შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვია.

გოლდბერ­გი
და ბრატ­ჩენ­კო ქა­ლაქ აპ­შე­რონ­სკში და­ი­ბად­ნენ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ერ­თად გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად ხან­ტი-მან­სი­ის ავ­ტო­ნო­მი­ურ ოლ­ქში. 2003 წელს შაქ­რო კა­ლა­შოვ­მა გოლდბერგს მოს­კოვ­ში სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბინა უყი­და და გოლდბერ­გი და ბრატ­ჩენ­კო სა­ცხოვ­რებ­ლად რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ვიდ­ნენ. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ნის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 50 მლნ დო­ლა­რია.

კა­ლა­შოვ­მა სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა ბრატ­ჩენ­კოს სა­ხელ­ზე რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­და­ა­ფორ­მა. დაათვალიერეთ ფოტოები:


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS