25 მარტი, 2019
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანს უგებთ ყველაზე კარგად სულიერად
ადამიანებს განსხვავებული შეხედულებები, მიდრეკილებები და ემოციური სამყარო გააჩნიათ.

ამიტომ ხშირად ხდება ისე, რომ მეგობრებს ჩვენ სხვადასხვა კრიტერიუმით ვირჩევთ. უმთავრესი კი, ამ მხრივ, მაინც ემოციური თანხვედრა და სულიერი სიახლოვეა. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ თითოეულ ჩვენგანს გააჩნია დანარჩენ თერთმეტ ნიშანს შორის მაქსიმუმ ერთი, პოტენციური სულიერი მეგობარი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ქალია თუ მამაკაცი. მთავარია, რომ თქვენ და მას მსგავსი ემოციური ველი გაგაჩნიათ და სამყაროს დაახლოებით ერთნაირად აღიქვამთ.

ვერძისთვის იდეალური სულიერი მეგობარი შეიძლება იყოს მშვილდოსანი. მშვილდოსანი თავისი ფილოსოფიური ბუნებით
ათვინიერებს ჯიუტ ვერძს.

კუროს იდეალური სულიერი მეგობარია კირჩხიბი. ამ ადამიანებს ერთნაირად უყვართ ოჯახური სიმყუდროვე და ვიქენდებზე გემრიელ სასუსნავთან ერთად ჩაის სმა, გულახდილი დიალოგის თანხლებით.

ტყუპის იდეალური სულიერი მეგობარია მერწყული, მერწყულს გააჩნია ურანი, რომ ტყუპს იდეებისა და აზრების სისტემატიზაციაში დაეხმაროს. ამ "გენერალური დალაგების" შემდეგ კი, რეალურად ფასეული ნიჭი აღმოაჩენინოს ტყუპს საკუთარ თავში.


კირჩხიბის იდეალური სულიერი მეგობარია მორიელი. მხოლოდ მორიელს აქვს უნარი, კირჩხიბისთვის დამახასიათებელ დეპრესიულ შემოტევებს გაუძლოს და ეს უკანასკნელი ბრძოლისკენ წააქეზოს.

ლომის იდეალური სულიერი მეგობარია ვერძი. ვერძის
დაუშრეტელი ენერგია და ოპტიმიზმი ხშირად ხდება ლომისთვის გმირობების ჩადენის წყარო.

ქალწულის იდეალური სულიერი მეგობარია კურო. კუროს სიმშვიდე და ესთეტიკური ბუნება ქალწულში სიცოცხლით ტკბობის სურვილს რეალურად აღვიძებს და ამ უკანასკნელს სჯერა, რომ ცხოვრება სამსახურის ოფისის ფანჯრებს გარეთაც მშვენიერია. განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS