იმპულსური შენაძენები
იმპულსურ შენაძენებზე ფულს ყველანი ვხარჯავთ და ეს მილიარდერებისგან მკვეთრად განგვასხვავებს,
როგორც ინვესტორმა და მილიარდერმა, უორენ ბაფეტმა თქვა: „თუ იმას შევიძენთ, რაც არ გვჭირდება, მალე იმ ნივთების გაყიდვა მოგვიხდება, რაც აუცილებლად გვჭირება“.
ძვირადღირებული უძრავი ქონება
ძვირადღირებული ელიტური საცხოვრებლის შეძენა ნაკლებად სანდო ინვესტიციაა. მდიდარი ადამიანები უპირატესობას პერსპექტიული უძრავი ქონების შეძენას ანიჭებენ, რათა სარგებელი მიიღონ, როცა გაძვირდება.

ხანგრძლივი გარანტიები
ახალ ტექნიკაზე ხანგრძლივი გარანტიის შეთავაზების გამო ხშირად თანხმდებიან მწირი შემოსავლის მქონე ადამიანები: სწორედ ისინი განიცდიან ყველაზე მეტად, რომ ნივთი შესაძლოა გაფუჭებული იყოს და საბოლოოდ ზედმეტს იხდიან.
ელიტური ბრენდების სამოსი და ფეხსაცმელი
მილიონერებს შეუძლიათ თავს უფლება მისცენ, ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სამოსი მოირგონ, მაგრამ თუ მათ საზოგადოებაში ხშირად გამოჩენა არ უხდებათ, ასე არ აკეთებენ. გაიხსენეთ, როგორ იცვამდა სტივ ჯობსი. ბილ გეითსის საათი 10$ ღირდა. ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის მეუღლე კი ხშირად ჩნდება იაფფასიანი სამოსით.

გაჯეტების უახლესი ვერსიები
მდიდარი ადამიანი ბოლო მოდელის სმარტფონსა თუ საათს არ გამოედევნება, მაშინაც კი, თუ მათი გაჯეტი მოდიდან გადავიდა, დაძველდა ან შეილახა. მილიონერები შეძენის დროს გადაწყვეტილების მიღების სხვა მექანიზმს მიმართავენ: ისინი ითვლიან, თუ რამდენად შესაბამისია ეს ხარჯები დღევანდელ დროში. ელექტრონიკა, რომელიც უსწრაფესად იქცევა იაფფასიან ნივთად დანახარჯს იშვიათად ამართლებს. განაგრძეთ კითხვა: