14 მარტი, 2019
რამ გამოიწვია Facebook-ის მასობრივი შეფერხება – გვქონდა თუ არა საქმე კიბერთავდასხმასთან?
გუშინ ღამით Facebook-ის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური შეფერხება დაფიქსირდა, რის შედეგადაც სოციალურ ქსელს მომხმარებლები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ნორმალურად ვეღარ იყენებდნენ.

ბოლოს, როდესაც Facebook-ს ფართომასშტაბიანი შეფერხება ჰქონდა, ქსელის სერვისებზე წვდომა 150 მილიონ მომხმარებელს შეეზღუდა. ეს 2008 წელს მოხდა, ახლა კი საქმე გაცილებით დიდ მასშტაბებთან გვაქვს. გუშინდელი ხარვეზი Facebook-ის 2.3 მილიარდ ყოველთვიურ მომხმარებელს შეეხო.

შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა. კომპანიამ განცხადება მხოლოდ ხარვეზის არსებობის შესახებ გაავრცელა და აღნიშნა, რომ მის მოგვარებაზე მუშაობდნენ. გავრცელებული ჭორების საპასუხოდ კი, დასძინა,
რომ საიტზე არ მომხდარა ე.წ. DDoS შეტევა (კიბერთავდასხმის სახეობა, რომელიც სამიზნე სერვისზე განსაკუთრებით მაღალი ტრაფიკის მიმართვას გულისხმობს).


წყარო: კიბერკვირა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS