12 მარტი, 2019
"იდიოტი არც ბაგრატიონი მინდა, არც დადეშქელიანი“
ბაგრატიონების გარშემო სკანდალები გრძელდება და კულმინაციურ ფაზაში შედის. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის განცხადებით, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონის გვარს იბრალებს.

„საპატრიარქომ ჩაატარა დნმ-ის კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე. გვარს იბრალებს“, - აცხადებს ადვოკატი.

„პრაიმტაიმი“ არტისტს - გივი სიხარულიძეს დაუკავშირდა და ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.

გივი სიხარულიძე: - მეფეობანამ დაღუპა ჩემი საქართველო. ყველა ქართველი მეფე, თავადი და პრეზიდენტია. გვეყო ამ მშიერ და გაუბედურებელ ქვეყანაში მასხარაობებზე ლაპარაკი. სამარცხვინოა.

- და რას იტყვით იმ ფაქტზე,
რომ შესაძლოა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სიხარულიძე იყოს?


- გინდა სიხარულიძე იყოს და გინდა დარდიმანდიანიძე, არ მაინტერესებს. ჩემთვის მეფე და სამეფო გვარის წარმომადგენელი არის ის, ვინც გონიერია, ჭკვიანია და ჩემ საქართველოს გამოადგება. იდიოტი არც ბაგრატიონი მინდა, არც დადეშქელიანი და არც არცერთი გვარი!

წყარო: პრაიმტაიმი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინო
სრულიად ვეთანხმები გივის ჯერ სამეფო ტახტი სადა აქვთ ერთმანეთი რომ დახოცეს და ამათ უნდათ ქვეყნის გადარჩენა ? სულ ასე ჭამდნენ ტახტის გულისთვის ბაგრატიონები ისეთი განცდა მაქვს რომ ეს ხალხი სხვა განზომილებაში არიან და თანამედროვე ეპოქას აცდნენ
19:18 / 13-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS