„საპატრიარქომ ჩაატარა დნმ-ის კვლევა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე. გვარს იბრალებს“, - აცხადებს ადვოკატი.
„პრაიმტაიმი“ არტისტს - გივი სიხარულიძეს დაუკავშირდა და ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.
გივი სიხარულიძე: - მეფეობანამ დაღუპა ჩემი საქართველო. ყველა ქართველი მეფე, თავადი და პრეზიდენტია. გვეყო ამ მშიერ და გაუბედურებელ ქვეყანაში მასხარაობებზე ლაპარაკი. სამარცხვინოა.
- და რას იტყვით იმ ფაქტზე,
- გინდა სიხარულიძე იყოს და გინდა დარდიმანდიანიძე, არ მაინტერესებს. ჩემთვის მეფე და სამეფო გვარის წარმომადგენელი არის ის, ვინც გონიერია, ჭკვიანია და ჩემ საქართველოს გამოადგება. იდიოტი არც ბაგრატიონი მინდა, არც დადეშქელიანი და არც არცერთი გვარი!
წყარო: პრაიმტაიმი