07 მარტი, 2019
ტაილანდელი მილიონერი ეძებს სასიძოს, რომელსაც 320 000 დოლარს გადაუხდის
ტაილანდში სასიძოს ვაკანსია გამოცხადდა. სასიძოს ადგილობრივი მილიონერი ეძებს და მზადაა, მას 320 ათასი დოლარი გადაუხადოს.

არნონ როდტჰოგმა გადაწყვიტა, რომ უმცროსი გოგონა გაათხოვოს და ბუნებრივია, მისთვის ყველაზე ღირსეული მეუღლის მოძებნა სურს. მილიონერმა ამის შესახებ განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა და ნამდვილი კონკურსიც გამოაცხადა.

შერჩეული კანდიდატებისთვის აუცილებელი პირობაა, რომ მშრომელი ადამიანები იყვნენ. არ უნდა იღებდნენ ალკოჰოლსა თუ ნარკოტიკს, არ უნდა თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს და მზად უნდა იყვნენ, რომ როცა დრო მოვა სიმამრის ბიზნესიც გადაიბარონ. საქმე ისაა, რომ
არნონს ეგზოტიკური ხილის – დურიანის პლანტაციები აქვს და სასიძო დურიანის მოყვანის ტექნოლოგიებშიც უნდა ერკვეოდეს.

სასიძოს ვაკანსიაზე განცხადებების მიღება დაწყებულია და განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS