თუმცა, ზოგჯერ იმედგაცრუებული და მოტყუებული ვრჩებით.
რამდენად შეიძლება პრობლემა შეგვიქმნას "ყოფილმა", რომელმაც მეგობრობა შემოგვთავაზა? ანდაც, თქვენ რამდენად ხართ მზად, მიიღოთ იმ ადამიანის მეგობრობა, რომელსაც იცით, რომ უყვარხართ? და საერთოდ, ნორმალურია თუ არა ყოფილ პარტნიორთან მეგობრობა?
როგორც ბოლო კვლევამ აჩვენა, ძირითად შემთხვევაში, ყოფილი პარტნიორი, რომელიც მეგობრობას გთავაზობთ, შესაძლოა, ფსიქოპათი იყოს.
კვლევა ოკლენდის
კვლევის მონაწილეებს კითხვარში პასუხები უნდა გაეცათ მათი მიმდინარე თუ წარსული ურთიერთობების შესახებ. კვლევის ბოლოს კი მონაწილეებს, მათი ნარცისიზმისა და ფსიქოპათიური გამოვლინებების გასარკვევად, დამატებითი კითხვარი შეავსებინეს.
შედეგად, გაირკვა, რომ ადამიანები, რომლებსაც ფსიქოპათებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ჰქონდათ, ყოფილ პატრნიორებთან მეგობრული ურთერთობების შენარჩუნებას ცდილობდნენ.
კვლევის თანახმად, ფსიქოპათები მიდრეკილები არიან "ყოფილთან" ე.წ. მეგობრობის შენარჩუნებისკენ იმ იმედით, რომ მომავალში ისინი ინფორმაციას, ფულს ან სექსს მიიღებენ სანაცვლოდ. თუმცა, ფსიქოპათების უმრავლესობას განსაკუთრებით ერთი შიში აერთიანებთ - მათ ეშინიათ, რომ ყოფილი პარტნიორი სხვასთან დაიწყებს ურთიერთობას.
საბოლოოდ, კვლევის ავტორები წყვილებს ურჩევენ, რომ დაშორების შემდეგ, მეგობრებად არ დარჩნენ.