დაუჯერებელია, მაგრამ გია სურამელაშვილი კარგი მზარეულიც ყოფილა. ამის შესახებ, მან გადაცემაში „დილა უქმეებზე“ განაცხადა.
მომღერალმა ერთ-ერთ რუბრიკაში არც მეტი, არც ნაკლები ქათმის ჩახოხბილი მოამზადა.
როგორც გიამ განაცხადა, კერძების მომზადება მან მოსკოვში ცხოვრების დროს ისწავლა.
კერძების მომზადების რეცეპტს დედა მას ტელეფონით ასწავლიდა.
გია სურამელაშვილის ჩახოხბილი იმით არის განსაკუთრებული, რომ მომღერალი მას თეთრი ღვინით ამზადებს, ბოლოს კი მზა კერძს გახეხილ, ცოცხალ პომიდორს უმატებს.