07 მარტი, 2014
ადამიანების ზოოპარკი - ევროპელთა და ამერიკელთა გამაოგნებელი ''გასართობი''
შავკანიანები ძირითადად მდიდრებთან ცხოვრობდნენ, მათ კარზე მსახურობდნენ და ჩვეულებრივ ადამიანებს ისინი ჯერაც არ ენახათ, უმეტესობა უწიგნურიც იყო და არც წაეკითხა არაფერი მათზე მხოლოდ და მხოლოდ 1935-36 წლებში დახურეს უკანასკნელი გალიები ბაზელისა და ტურინის ზოოპარკებში, სადაც შავკანიანები ჰყავდათ გამომწყვდეული. ამ დრომდე ადამიანები დიდი მონდომებით დადიოდნენ დაპატიმრებული შავკანიანების, ინდიელებისა თუ ესკიმოსების დასათვალიერებლად.

Rating

ჯერ კიდევ XVI საუკუნეში შეიყვანეს შავკანიანები ევროპაში როგორც ეგზოტიკა, ისევე, როგორც ცხოველები ახალაღმოჩენილი მიწებიდან - შიმპანზეები, ლამები თუ თუთიყუშები. თუმცა XIX საუკუნემდე შავკანიანები ძირითადად მდიდრებთან
ცხოვრობდნენ, მათ კარზე მსახურობდნენ და ჩვეულებრივ ადამიანებს ისინი ჯერაც არ ენახათ, უმეტესობა უწიგნურიც იყო და არც წაეკითხა არაფერი მათზე.

მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მოდერნის ეპოქაში - როცა ევროპელების დიდმა ნაწილმა კითხვა ისწავლა, ემანსიპაცია განიცადა იმ დონეზე, რომ ისეთივე სიამეები მოითხოვა, როგორიც ბურჟუაზიასა და არისტოკრატიას ჰქონდა. მათ სურვილს დაემთხვა სწორედ კონტინენტის ტერიტორიაზე პირველი ზოოპარკების გახსნა - დაახლოებით 1880-იან წლებში.

Rating


უკვე მეოცე საუკუნის დასაწყისში ''ადამიანთა ზოოპარკები'' ევროპასა და აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თავდაპირველად გალიებში უმთავრესად შავკანიანები ჰყავდათ დატყვევებული. ასეთი რამ ხდებოდა ბაზელისა და ბერლინის, ანტვერპენისა და ლონდონის, ვარშავის ზოოპარკებში. ცნობილია, რომ 1902 წელს გალიაში გამოკეტილი შავკანიანები 800 ათასამდე დამთვალიერებელმა ნახა.

მოდაში იყო ასევე ე.წ. ეთნოგრაფიული სოფლების მოწყობა - გალიებში ამწყვდევდნენ შავკანიანთა ერთდროულად რამდენიმე ოჯახს. ისინი გალიებში დადიოდნენ ეროვნულ სამოსში ჩაცმულნი და ტრადიციულად ცხოვრობდნენ, ამზადებდნენ კერძებს ცეცხლზე, წნავდნენ კალათებს, აჭმევდნენ ბავშვებს. დამთვალიერებლები კი ყოველივე ამის ცქერით ''ტკბებოდნენ''.

თუმცა, როგორც წესი, ამგვარ პირობებში მყოფი შავკანიანები დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ, რადგან ევროპულ სიცივეს ვერ უძლებდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ ჰამბურგის ზოოპარკში 1908-დან 1912 წლამდე 27 დატყვევებული შავკანიანი გარდაიცვალა.

იმ დროის ზოოპარკებში ჰყავდათ ასევე სხვა პრიმიტიული ხალხები - პოლინეზიელები, სურინამის ინდიელები, პიგმეები. ეგ კი არა, აღმოსავლეთ პრუსიაში 1920-იან წლებში ეთნოგრაფიულ სოფელში ჰყავდათ ბალტიისპირელები, რომლებსაც ''ძველი პრუსიელები'' უნდა განესახიერებინათ და მათი რიტუალები უნდა შეესრულებინათ ხალხის წინაშე.

Rating

ამ ყოველივეში საზოგადოება ვერაფერს ხედავდა გასაკიცხს. დიდი ნაწილი ამ ადამიანებს ადამიანებად არც აღიქვამდა - ისინი ჩვეულებრივი ეგზოტიკური არსებები იყვნენ. ჰოდა, ვისაც არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ ამ ეგზოტიკის სანახავად მათ ქვეყნებში ემოგზაურა, მას შეეძლო, ზოოპარკში დაეკმაყოფილებინა ცნობისმოყვარეობა.

დღეს პარიზული სამხეცე, სადაც შავკანიანები ჰყავდათ დატყვევებული, მიტოვებულია. ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა მერიამ გადაწყვიტა, აღედგინა შენობები და ტერიტორია პარკის სახით აემუშავებინა. თუმცა საზოგადოება ამ წინადადებამ აღაშფოთა - მათ არ სურთ, კოლონიალიზმის ის საშინელი დროება ყოველ წუთას შეახსენონ, ურჩევნიათ, ისევე იყოს, მიტოვებული და დანგრეული.

Rating

სხვათა შორის, ინდოეთში ხელისუფლება უკრძალავს აბორიგენებს, ცივილიზაციას ეზიარონ, რათა არ დაარღვიონ ''ბუნებრივი გარემო''. უკრძალავს მათ ევროპული სამოსის ტარებას, ტექნიკური საგნებით სარგებლობას, სწავლას, მკურნალობას. თუმცა ეს კიდევ არ არის მთელი უბედურება.

აბორიგენების საცხოვრებელი ტერიტორია მავთულხლართით არის შემოფარგლული და მის იქით გამოსვლა არ შეიძლება. ეს ჩვეულებრივი თანამედროვე ზოოპარკი, რომლის შიგნითაც გზა არის გაკეთებული და ტურისტები მანქანებიდან ადევნებენ თვალს ადგილობრივი შავკანიანების პირველყოფილ ცხოვრებას. ლონდონური ტურისტული სააგენტოები ამ სამხეცეში საგზურებსაც ყიდიან და მათ ჭეშმარიტ სახელწოდებასაც არ მალავენ - Hუმან ძოო (ადამიანების ზოოპარკი).

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
იმერელი
აი თურმე რა ყოფილა კულტურული ევროპა სულ ახლახანს.ადამიანთა ზოოპარკებზე მათი თანამედროვე მოაზროვნეები რატომ არ რეაგირებდნენ?
11:49 / 24-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გავიგეთ, რომ როცა ევროპელი ქუჩაში კუკავდა, ქართველებს დანა-ჩანგალი გვეჭირა, მაგრამ განმანათლებლობას რა ვუყოთ, იმათ ფილოსოფოსებს, იმათ მინუმუმ ბოლო ასი წლის არნახული ტემპებით განვითარებას რა ვუყოთ?? თუმცა არა, რაში გვჭირდება, დასავლეთმა ჩვენ რა უნდა გვასწავლოს :)) და ასეთი დიადი წარსულის ქართველი რატომ სკორავს თავისი ქალაქის ქუჩებს ?? მითებით რატომ ცხოვრობთ ხალხო? დღეს ვინა ხართ? რა შეგიძლიათ? რას წარმოადგენთ? რას აეკიდეთ წარსულს? მოასვენეთ ის თამარი და დავითი! მაგრამ ვერ მოასვენებთ, რადგან საკუთარ არარაობას ვიგრძნობთ იმავწუთს. ქართლში გულის მოკიტვრას ეძახიან მაგას, რასაც დღეს ჩავდივართ. აი ევროპა კია წინ, სამაგიეროდ ღმერთს არ უყვარსო :) და ქართველები კი ვართ ქაქში, სამაგიეროდ ღმერთს მხოლოდ ჩვენ ვუყვარვართო...ღმერთს ყველა უყვარს! საქმე ვაკეთოთ და იმ დასავლეთიდან სიკეთეები გადმოვიღოთ ის ჯობია მითებში ცხოვრებას, თორემ თამარი და დავითი ვერ გვიშველიან.
00:29 / 19-03-2014
გამოხმაურება / 0 /
s.h
ნია, ბევრი საქართველოში ახლაც მაგ დონეზეა და ამიტომაც გასწავლიან. შეეგუე , რომ მომავალი სულ მცირე 30 წელი კიდევ იქნება ეგ სწავლება. დიდი ხანია რაც ქალებს ქვებით აღარ ვქოლავთ? თუ არ გინდა ევროპელობა არავინ გაძალებს სახელმწიფოს.
13:40 / 17-03-2014
გამოხმაურება / 0 /
სესე
ევროპა ქართველებს ვერაფერს გვასწავლის,დასავლეთევროპის ჩრდილოეთ ნაწილში ცივილიზაციამ ახლახანს შეაღწია,აბა გავიხსენოთ სუა საუკუნეები ტანის დაბანა და საცვლების გამოცვლა არიცოდნენ,ქუჩებში ფეკალიები იღვრებოდა და ხალხი ანტისანიტარიისგან იხოცებოდა,ეს ისტორიული სინამდვილეა/სამხრეთის კულტურა და ცივილიზაცია,დიდებული რომი, ბარბაროსებად წოდებულმა ევროპიელებმა დაანგრიეს,ამერიკის კონტინენტის უძველესი კულტურა,აცტეკების ინკების,მაიას ტომების,დიდი ცივილიზაცია,სწორედ ინგლისელებმა გაანადგურეს,დღევანდელი ამერიკელებიც მათი გენეტიკური კოდის მატარებელია და ამდენად სანამ ათასწლეულებს არგაივლიან და არგამოცდით უფალი, მათი დემოკრატია ფარსი მგონია.წაკითხულმა მასალამ შემძრა,ეგრევე უფალს მადლობა უთხარი რომ სხვაზე ადრე გვაზიარა მაღალ ზნეობას,მიმტევებლობის უნარი მოგვცა და ათასწლეულები გამოგვატარა.ქართველ მეფეებს მონები არასდროს უგროვებიათ,სხვა ხალხის წამებით საკუთარი ქვეყანა არუშენებიათ.დღეს კი დემოკრატიის ლოზუნგით ხალხს ხოცავენ,რუსები,ამერიკელები ინგლისელები,ფრანგები და სხვა დიდი სახელმწიფოები ეს კი უფლისწინაშე დიდი დანაშაულია.მსოფლიოს ყველა ტირანს მოეკითხა დანაშაული ყველა დროს და არც ჩვენს ეპოქაში შერჩება ვინმეს.
15:30 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
რა ღვთის გმობაა, საშინელება !!!
12:07 / 14-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ნეტავ როდის გადაუხდით უფალი...ჩვენ კი, დაგვიფაროს111
14:35 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
თეა
გეთანხმები ნია
15:25 / 12-03-2014
გამოხმაურება / 0 /
თეა
ნია, გეთანხმაები.
15:24 / 12-03-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა-შ
გული დამიმძიმდა......
08:38 / 11-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
მერე კიდევ ევროპელები და ამერიკელები იტყვიან, ადამიანების უფლებების დაცვაო და ჭკუას გვასწავლიან რაღაცეებზე
16:17 / 10-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS