მათ 50 ქვეყანაში 264 ოჯახს 30 000 ფოტო გადაუღეს და შეეცადნენ, ეჩვენებინათ ხალხისთვის, როგორც ცხოვრობენ ის ოჯახები, რომელთა შემოსავალიც თვეში მხოლოდ 27 დოლარია და ასევე ისინი, ვისაც 10 000-დოლარიანი შემოსავალი აქვს.
გთავაზობთ რამდენიმე ოჯახს.
ბუტილიის ოჯახი, ბურუნდი (შემოსავალი თვეში 27 დოლარი)

იმელდა 41 წლის მარტოხელა დედა და ფერმერია. მას სამი შვილი ჰყავს და მხოლოდ ორ ოთახიანი სახლი აქვს. იმელდას სახლში არც წყალი
იმელდას ოჯახის ვახშამი

საძინებელი

წყარო, საიდანაც იმელდას შვილებს ყოველდღიურად მოაქვთ წყალი, მათი სახლიდან 40 წუთის სავალზეა.

ბავშვების საყვარელი სათამაშოები ეს წიგნებია

გაკოტერების ოჯახი, ფილიპინები (შემოსავალი 194 დოლარი)

40 წლის ლეო მეუღლესთან და სამ ვაჟთან ერთად იმ სახლში ცხოვრობს, სადაც დაიბადა. მისი მეუღლე 36 წლისაა და არსად მუშაობს. ოჯახის შემოსავლის 50 პროცენტი კვებაში იხარჯება. წყვილი დიდ და ლამაზ სახლზე ოცნებობს.
გაკოტერების სახლი

მისაღები ოთახი

სამზარეულო

გაკოტერების საოცნებო სახლი

კირინების ოჯახი, რუსეთი ( შემოსავალი - 578 დოლარი)

60 წლის ვასილი პენსიონერი, მისი მეუღლე კი პედაგოგია. მათ ჰყავთ ქალიშვილი ვარვარა, რომელიც სტუდენტია. მათ აქვთ მოკრძალებული ბინა, რომელსაც ორი საძინებელი აქვს.

საძინებელი

სამზარეულო

ჰილგენშტილერების ოჯახი, ბრაზილია (შემოსავალი 956 დოლარი)

28 წლის ვიქტორი და 37 წლის ჰელინა კომფორტულ სახლში ცხოვრობენ. მათ 4 წლის ქალიშვილი ჰყავთ. შემოსავლის 40 პროცენტს საკვებში ხარჯავენ, წყვილი ახალ მანქანაზე ოცნებობს.
მისაღები ოთახი

სამზარეულო

ჰელენას საყვარელი სათამაშო

მიულერების ოჯახი, საფრანგეთი (შემოსავალი 2895 დოლარი)
42 წლის ტექნიკოსს და 36 წლის არქიტესტორს ორი შვილი ჰყავთ. მათ საკუთარი სახლი აქვთ. მათ სახლს ოთხი საძინებელი აქვს. წყვილი იპოთეკურ სესხში ყოველთვიურად 600 დოლარს იხდის. დანარჩენი თანხა კი საკვებსა და მოგზაურობას ხმარდება.
სამზარეულო

ბავშვების ოთახი

ვასტიბაკენების ოჯახი, შვედეთი (შემოსავალი 4883 დოლარი)

პროექტში მონაწილე შვედ წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. ისინი ცხოვრობენ კერძო სახლში, რომელშიც ოთხი საძინებელია. მათ უყვართ მოგზაურობა და აგროვებენ ფულს ახალი მანქანისთვის. საკვებში მათი შემოსავლის 30 % იხარჯება.
სახლი

საბავშვო ოთახი

წიგნების ოთახი

ჩინელი წყვილი (შემოსავალი 10098 დოლარი)

57 წლის ბი ჰუას და მის მეუღლეს საკუთარი კომპანია აქვთ. მათ პრესტიჟული აპარტამენტი აქვთ და შემოსავლის 30%-ს საკვებში ხარჯავენ.
აპარტამენტი

მისაღები ოთახი

რა თქმა უნდა, ბედნიერება ფულში არ არის, პროექტში მონაწილე ოჯახებს ელემენტარული პირობებიც არ აქვთ, თუმცა, თავს ბედნიერად გრძნობენ.
თქვენ როგორი შემოსავალი გაქვთ?