19 თებერვალი, 2019
რას გიმზადებთ მზე თევზების ზოდიაქოში და რას გულისხმობს "აფრის" კონფიგურაცია ცაზე, რომელიც ამაღამ მოსალოდნელი სავსემთვარეობისას შეიქმნება
ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი უახ­ლო­ე­სი თვი­სა და მო­სა­ლოდ­ნე­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის ანა­ლისზ გვი­ზი­ა­რებს:

"19 თე­ბერ­ვალს, ღა­მით, რო­დე­საც სა­ა­თი 3-ს სამი წუ­თით გა­დას­ცდე­ბა, მზე ტო­ვებს მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს და თევ­ზე­ბის ნი­შან­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს, აქ მას მერ­კუ­რი და ნეპ­ტუ­ნი უხ­ვდე­ბა, რომ­ლე­ბიც 16 თე­ბერ­ვლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ერ­თმა­ნეთ­თან შე­სა­ერ­თებ­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. მათი ზუს­ტი შე­ერ­თე­ბაც 19 თე­ბერ­ვალს ემ­თხვე­ვა. თუმ­ცა­ღა ზე­გავ­ლე­ნას შა­ბა­თის ჩათ­ვლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ.

თევ­ზე­ბის ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თათ­ვის ასე­თი პლა­ნე­ტა­რუ­ლი თავ­მოყ­რა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მათ ცხოვ­რე­ბა­ში შე­საძ­ლოა ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნებს სწო­რედ ახლა ჰქონ­დეთ ად­გი­ლი. თუმ­ცა, 19-ში სულ ეს არ
არის. მას მერე, რაც მზე თევ­ზე­ბის პირ­ველ გრა­დუს­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბა, სა­ღა­მოს 8 სა­ა­თის­კენ მთვა­რე ჩა­უდ­გე­ბა ქალ­წუ­ლის ნიშ­ნი­დან ზუსტ ოპო­ზი­ცი­ა­ში და გვექ­ნე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა. მისი ზე­გავ­ლე­ნა მხო­ლოდ ამ დღეს არ იქ­ნე­ბა შე­სამ­ჩნე­ვი, წინა დღე­საც და მომ­დევ­ნო დღი­სი­თაც ვიგ­რძნობთ შე­სა­ბა­მის იმ­პულ­სებს. რო­გორც წესი, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დროს ას­ტრო­ლო­გე­ბი ვაფრ­თხი­ლებთ ადა­მი­ა­ნებს ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას. გა­უფრ­თხილ­დნენ და პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი ჩა­ი­ტა­რონ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს დღე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა მათ­თვის, ვი­საც მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის ქრო­ნი­კუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ.

ამ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დროს ცაზე მთვა­რი­სა­გან მრავ­ლო­ბი­თი ას­პექ­ტე­ბი იქ­მნე­ბა, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნო­ბა­ში ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ფი­გუ­რა­ცი­ას - აფ­რას აკე­თე­ბენ. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ სამ­ყა­რო­სა­გან მომ­დევ­ნო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ზურ­გის ქარი და ხე­ლის­შე­წყო­ბა გვექ­ნე­ბა, თუკი ნე­ბის­ყო­ფას, თვით­კონ­ტროლს და დის­ციპ­ლი­ნას გა­მო­ვი­ჩენთ, ანუ რა­საც გეგ­მა­ზო­მი­ე­რი ქალ­წუ­ლი ითხოვს ჩვენ­გან. ვის რა სფე­რო­ში ექ­ნე­ბა კოს­მო­სი­სა­გან მხარ­და­ჭე­რა, უკვე პი­რად რუ­კა­ში უნდა ინა­ხოს. მო­ი­ძი­ეთ რო­მელ სახ­ლშიც ხვდე­ბა თქვენს ჰო­როს­კოპ­ში ქალ­წუ­ლის 1-ლი გრა­დუ­სი, იმ თე­მებ­ში იქ­ნე­ბა ეს ხელ­შე­წყო­ბაც.

აქვე მინ­და ვთქვა, რომ ნე­ბის­მი­ერ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გა­აჩ­ნია ძა­ლი­ან მძლავ­რი ენერ­გე­ტი­კა, რომ­ლის მუ­შა­ო­ბა­საც შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს რო­გორც ნე­გა­ტი­უ­რი, ისე ჰარ­მო­ნი­უ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. მთა­ვა­რია, რო­გორ კა­ლა­პოტ­ში მო­ვაქ­ცევთ ამ ენერ­გე­ტი­კას ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბით, აზ­რე­ბით, სი­ტყვე­ბით. ანუ თუ გვსურს, რომ ჩვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი ახ­დეს, უნდა შე­ვე­ცა­დოთ, სწორ თან­ხვედ­რა­ში მო­ვი­დეთ იმ იმ­პულ­სებ­თან, რო­მელ­საც კოს­მო­სი ას­ხი­ვებს. და რად­გან ამ­ჯე­რად ქალ­წუ­ლის ნი­შან­ში ხდე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ტენ­დენ­ცი­ე­ბი. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS