ეკას განსაკუთრებული უნარი, წინასწარ განჭვრიტოს ადამიანის ბედი, მისთვის სრულიად უცნობი ადამიანების დახმარებასა და სწორი გზის ჩვენებაში ეხმარება. ის 26 წელიწადია ამ საქმითაა დაკავებული და როგორც marao.ge-სთან საუბრისას ამბობს, მთავარი ძალა სანთლებით ლოცვაშია:
ჩემი ხედვები გონებიდან მოდის, ვიყენებ სანთლებსაც. 26 წელიწადია უამრავ ადამიანს ვმასპინძლობ და ვეხმარები. ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება რამდენიმე თვის წინ ჩემთან ძალიან შეშინებული მოვიდა. დავამშვიდე და ვუთხარი, რომ დიაგნოზი,
ყველაზე ხშირად რა პრობლემებით გაკითხავენ?
- ოჯახის დანგრევის შიშით, კარიერული ჩავარდნებით და მსგავსი პრობლემებით ხშირად მოდიან. ვმასპინძლობ პოლიტიკოსებსაც. წლების წინ, სანამ ბიძინა პოლიტიკაში მოვიდოდა, მისი ახალგაზრდობის ფოტო მომიტანეს და ვუთხარი, რომ ქვეყნის მმართველი გახდებოდა. ახლა გეტყვით, რომ თუ არ გადადგა, კარგს ვერაფერს ვხედავ.
რამდენად დიდი ძალა აქვს ჯადოს და თუ არსებობს „კეთილი ჯადო“?
- კეთილი ჯადო არ არსებობს. კეთილი არსებობს მხოლოდ სიზმარი, რომელსაც უნიკალურად ვხსნი. სიზმარში უფალი გაჩვენებს, თუ რა გელოდება.
ჯადოს კი იმდენად უარყოფითი და დიდი ძალა აქვს, შეიძლება, წინაპრისგან გადმოსული ჯადო შვილთაშვილზე გადავიდეს, თუ არ მოიხსნა და აუცილებლად კურთხევა უნდა გაკეთდეს.
როგორ უნდა მივხვდეს ადამიანი, რომ მოჯადოებულია და როგორ გათავისუფლდეს მისგან?
- კარიერაში წინსვლა არ აქვს, სიყვარულში არ უმართლებს... გამოსავალი ლოცვაშია, მას დიდი ძალა აქვს. ხომ არის შემთხვევები, ახალგაზრდები 5-6 წელი ერთმანეთზე შეყვარებული არიან, მაგრამ ოჯახი არ იქმნება? ესეც ერთგავრი ბედის ჩაკეტვაა და მისგან გათავისუფლება სანთლებთან ერთად ლოცვით შეიძლება. ჩემს პრაქტიკაში არა ერთი მსგავსი შემთხვევა მქონია. არსებობს ნაძალადევი, ცალმხრივი სიყვარული, რომელიც კარგად არასდროს მთავრდება.
რამდენად შეესაბამება სიმართლეს საბედოს დასიზმრება მარილიანი კვერებით და დანახვა ჭიქაში ჩახედვით?
- სიმართლეა, თუ გააკეთებ სწორად. მე ჩავიხედე ჭიქაში და სამხედრო პირის ზურგი დავინახე. სახეზე არ ჩანდა, მაგრამ როცა შევხვდი, ვიცანი და ახლა ის ჩემი მეუღლეა.
ბედისწერა არსებობს?
- თუ ბედი არ არის, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ეს საქმე. დაშორებული წყვილის შერიგებაც შემიძლია, მაგრამ თუ ეს გოგო და ბიჭი ერთი ბედის არ არიან, ვეტყვი, რომ ერთად ვერ იქნებიან, რადგან საბოლოოდ, ასეთი ოჯახი მაინც დაინგრევა. განაგრძეთ კითხვა: