14 თებერვალი, 2019
ჩინელი ასტროლოგის, კევინ ფუნგის ასტროლოგიური პროგნოზი: ის, რაც ჯერ საკუთარ მომავალზე არ იცით
ჩინური ჰოროსკოპით, 2019 წელი 5 თებერვლიდან დგება. სწორედ ამ დღეს შედის ოფიციალურად ძალაში ყვითელი ღორის წელი და სწორედ ამ თარიღიდან იწყება ცვლილებებიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში.
გთავაზობთ ჩინელი ასტროლოგის, კევინ ფუნგის ჰოროსკოპს:


1. ვირთხა

ვირთხის წელში დაბადებულებისთვის ეს წელი წარმატებული იქნება. თუ მიზანს დაისახავთ და გულმოდგინებას არ დაიშურებთ, ამ მიზანს ადვილად მიაღწევთ. წელიწადის შუა პერიოდში თქვენი მიზანსწრაფულობა თავის შედეგს და ნაყოფს გამოიღებს. წარმატებას მიაღწევთ ცხოვრების ყველა სფეროში. ყველაზე მთავარი, რაც ვირთხებმა უნდა გააკეთონ - უარი თქვან
საქმეებსა და ურთიერთობებზე, რომლებმაც თავისი თავი ამოწურეს. მოიშორეთ ძველი, რომ დაიწყოს ახალი. სწორედ ასე დაამყარებთ წესრიგს ცხოვრების ყველა სფეროში. ცხოვრების დაწყება სუფთა ფურცლიდან - მხოლოდ წარმატებას მოგიტანთ.



2. ხარი

ხარებისთვის ეს წელი დადებითი მოვლენებით იქნება სავსე. თუმცა, გამოიჩინეთ სიფრთხილე. შესაძლოა, ახლობლებთან პატარა გაუგებრობები წარმოიშვას. პატარა კამათმაც კი შესაძლოა სულიერი წონასწორობა დაგირღვიოთ. თუ ერთხელ კალაპოტიდან ამოვარდით, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება რთული იქნება.

ხარებმა თავიანთი შეუპოვრობა და მიზანსწრაფულობა უნდა გამოავლინონ. ყველა თქვენს წამოწყებას დიდი შანსი აქვს, რომ წარმატებით დაგვირგვინდეს, მაგრამ არც გულმოდგინება უნდა დაიშუროთ. ამ წელს არაფერია ისეთი, რაც ადვილად მიიღწევა. წარმატება მხოლოდ მათთან მივა, ვინც მონდომებას არ იშურებს.


3. ვეფხვი

ვეფხვებს ამ წელს დიდი წარმატებები ელით, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ საუკეთესო -კარგის მტერია. საქმის მიყვანა სრულყოფილებამდე - შესაძლოა, თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა ამ დროს.

საერთო ჯამში, წარმატებული წელი გექნებათ. წარმატებას მიაღწევთ ყველა სფეროში. მთავარია, ძალიან მაცდურ წინადადებებს ერიდოთ, თუნდაც ახლობელი ადამიანისგან მოდიოდეს.

განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS