ამბობენ, რომ "ბუნებაში არ არსებობს ცუდი ამინდი" და რომ ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანს ნებისმიერ ამინდს შეუძლია "მოარგოს" თავი. თუმცა, როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, განისაზღვრება ის, თუ კონკრეტულად რომელ სეზონზე გრძნობთ თავს ყველაზე კარგად, ენერგიულად, მხნედ და ოპტიმიზმით დამუხტულად.
გაზაფხული – თევზების, სასწორისა და ვერძის ნიშნით დაბადებული ხალხის სეზონია. გაზაფხულზე ამ ადამიანებში იღვიძებს რომანტიკული სული, გრძნობენ ძალების განსაკუთრებულ მოზღვავებას და სურვილი აქვთ, სამყარო ვარდისფერ ფერებში წარმოისახონ მხოლოდ.
ზაფხული – ლომის, ტყუპისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისთვისაა
საოცნებო ხანა. ამ პერიოდში მათ საშუალება აქვთ საკუთარი დადებითი თვისებები მაქსიმალურად წარმოაჩინონ. აქტიურად ებმებიან სოციალურ ცხოვრებაში და ყველგან შეხვდებით მათ, სადაც საკურორტო "თუხთუხი" და ჟრიამულია...
განაგრძეთ კითხვა: