- დღეს 9 საათსა და 14 წუთზე იყო პიკი, როდესაც მოხდა სავსემთავრეობა და მთვარის დაბნელება ერთად. ეს არის სამმაგი მთვარის დაბნელება, რომელიც ზეგავლენას ახდენს ყველაზე.
მთვარის დაბნელებას
მთვარის დაბნელების დროს, დედამიწა ხვდება მზეს და მთვარეს შორის, მათი ანტაგონიზმი კი დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. იწვევს დაძაბულობას, ტრავმებს, კონფლიქტებს, ეკონომიურ ავარიებს და ა.შ. შეიძლება ადამიანი არაადეკვატური იყოს ამ დროს და ვერ ახსნას, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი.
- როდემდე გაგრძელდება ეს რთული პერიოდი?
- განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა საჭიროა დღეს და ხვალ, მაქსიმუმ 25 იანვრამდე გატანს ეს ურთულესი პერიოდი. თუმცა მძიმე პერიოდი ამით არ სრულდება და 5 თვე გაგრძელდება რთული პერიოდი. ამ პერიოდის მანძილზე ნუ მიიღებთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და იოცნებეთ, მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ.
მდგომარეობას სხვა გარემოებებიც ართულებს, 6 იანვრიდან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ამიტომ მისი გეომანტია დაძაბულია. ამავე დროს ომის მმართველი პლანეტა მარსი, ყველაზე აგრესიულ ნიშანში ვერძში შევიდა, რაც ზრდის აგრესიას გარშემო. ავარიები, აფეთქებები, ტრაგედიები... ამასთან არის დაკავშირებული.
მოვუწოდებ პოლიტიკოსებს ეს დღეები თავი შეიკავონ სერიოზული განცხადებებისგან და მნიშვნელოვანი წამოწყებებისგან. არაფერი გამოუვათ და იმედგაცრუება იქნება.
დღეს გავიგე, რომ ჩვენი პრეზიდენტი ევროპაში გაემგზავრა, ეს არის დანაშაული. ეს იცით რას მახსენებს? სააკაშვილმა ორჯერ არ დამიჯერა და მთვარის დაბნელებისას შეხვდა პუტინს. ამან რაც მოუტანა ჩვენს ქვეყანას კარგად იცით!
დღეს მთვარის დაბნელებაზე გაემგზავრა ჩვენი პრეზიდენტი უცხოეთში, თავიდან იქნება დიდი დაპირებები და აღფრთოვანება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს არ იმუშავებს, ან ჩვენს საწინააღმდეგოდ იმუშავებს.
- ზოდიაქოს რომელ ნიშნებს მართებთ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ამ პერიოდში?
- უფრო რთულად იგრძნობენ ამას კირჩხიბები, დაღლილობას იგრძნობენ თევზები, მერწყულებს კი ვურჩევ მეტი კონტროლი გამოიჩინონ მეგობრული ღალატის მიმართ. რაც შეეხება ლომებს, მათ ამბიციები გაეზრდებათ, რაც კონფლიქტების საწინდარი გახდება. ამ ნიშნებს სჭირდებათ პირველ რიგში ყურადღება.