03 იანვარი, 2019
მიხეილ ცაგარელის 2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მიხეილ ცაგარელის 2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. 12 ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი თვეების მიხედვით.

ვერძი – წარმატებული წელია სულიერი ზრდისა და ცოდნის შესაძენად, მოგზაურობისთვის, უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კავშირების დასამყარებლად და საზღვარგარეთ სამუშაოს მოსაძიებლად, კარიერული წინსვლისა და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩასაბმელად. მართალია, გაიცნობთ გავლენიან მფარველებს, რომლებიც დაგეხმარებიან იდეების განხორციელებაში, მაგრამ მაინც მოგიწევთ გააქტიურება, ინტელექტუალური შესაძლებლობების და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა.

* იანვარი – კონფლიქტი მოგივათ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, დაკისრებული

ვალდებულებები კი, მნიშვნელოვნად შეზღუდავენ თქვენს შემოქმედებით საქმიანობას.

* თებერვალი
– შეძლებთ გააქტიურებას, რისკზე წასვლას და სასურველი შედეგის მიღწევას.

* მარტი – კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების თვეა.

* აპრილი – ახალ სფეროში მოსინჯავთ ძალებს და თავისუფლად გამონახავთ სარფიან

პროექტებს, არაა გამორიცხული მივლინებით გაემგზავროთ უცხოეთში, შეიძინოთ ახალი

ნაცნობები ან გამონახოთ საინტერესო სამუშაო.

* მაისი – შეძლებთ კაპიტალის წარმატებით დაბანდებას, მატერიალური მდგომარეობის

გაუმჯობესებას და მსხვილი საყიდლების გაკეთებას.

* ივნისი, ივლისი – პრობლემები შეგექმნებათ პირად და საქმიან ცხოვრებაში, იმედს

გაგიცრუებენ შეუსრულებელი დაპირებები.

* აგვისტო – მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, თუმცა, მოგიწევთ კოლეგებისა და

მეგობრების მოჭარბებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

* სექტემბერი, ოქტომბერი – მაღალია ფინანსური დანაკარგებისა და კონფლიქტების

ალბათობა, გაგიჭირდებათ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება.

* ნოემბერი, დეკემბერი – მარტივად აინაზღაურებთ გასული თვეების დანაკარგს.



კურო – ცვლილებებისა და სულიერი ტრანსფორმაციის წელია, რადგან რადიკალურად შეიცვლება თქვენი მსოფლმხედველობა, ცხოვრების წესი და ჩვეულებები, გაგიჩნდებათ შეზღუდვებისგან თავის დაღწევის და მეტი დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი. პოზიტიური წელია სარფიანი კონტაქტების დასამყარებლად და შემოსავლების ახალი წყაროების მოსაძიებლად. მართალია, ნაკლებად იმოგზაურებთ, მაგრამ მნიშვნელოვან რეფორმებს განახორციელებთ სახლსა და სამსახურში, არაა გამორიცხული მოგიწიოთ გეგმების შეცვლა ან საერთოდ უარი თქვათ მათ განხორციელებაზე.

* იანვარი – მოგიწევთ ფინანსური სირთულეების დაძლევა.

* თებერვალი – გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია ტრავმებისა

და ავარიების ალბათობა.

* მარტი – მართალია, შეძლებთ გააქტიურებას, მაგრამ მეტწილად მაინც ახლობლების

პრობლემებზე მოგიწევთ ზრუნვა.

* აპრილი – წლის განმავლობაში ყველაზე რთული თვეა. უმჯობესია გაუფრთხილდეთ

ჯანმრთელობას, მოერიდოთ კაპიტალის დაბანდებას და მსხვილ საყიდლებს.

* მაისი – საუკეთესო პერიოდია ახალი ნაცნობებისა და შთაბეჭდილებების შესაძენად.

* ივნისი, ივლისი – უმჯობესია, დაისვენოთ და არ სცადოთ მიმდინარე მოვლენებზე გავლენის

მოხდენა. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და კაპიტალდაბანდებას.

* აგვისტო – შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არაა გამორიცხული

მიიღოთ მემკვიდრეობა ან მოიგოთ ლატარეაში.

* სექტემბერი – კარგი თვეა ახალი სასიყვარულო პარტნიორის მოსაძიებლად ან ძველი

ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

* ოქტომბერი – მოერიდეთ მოვლენების ფორსირებას. მაღალია ტრავმების, კონფლიქტების

და დანაკარგების ალბათობა.

* ნოემბერი, დეკემბერი – საუკეთესო პერიოდია საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან

უთანხმოების მოსაგვარებლად და მეგობრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად,

რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ პრობლემების დაძლევას.



ტყუპები – წარმატებული წელია ახალი პარტნიორების შესაძენად. თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად გამოჩნდებიან საიმედო ადამიანები, რომელბიც ნებისმიერი უსიამოვნების შემთხვევაში ამოგიდგებიან მხარში და გაგიწევენ დახმარებას. არაა გამორიცხული შეგიპყროთ შიშმა და ეჭვიანობამ, სამართლიანობის აღდგენის სურვილმა კი, გარშემომყოფებთან კონფლიქტში გაიძულოთ ჩაბმა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღებას, რადგან მარცხი უგუნებობის მიზეზი გახდება და ნეგატიურად აისახება თქვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

* იანვარი – ენთუზიაზმით ჩაებმებით კოლექტიურ საქმიანობაში, მნიშვნელოვან წვლილს

შეიტანთ საერთო საქმეში, თუმცა, ვერ მიიღებთ შესაბამის ანაზღაურებას და თავს

მოტყუებულად იგრძნობთ.

* თებერვალი – განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს, რადგან მაღალია

დანაკარგების ალბათობა.

* მარტი – მოიმატებს ოპტიმიზმი, ხალისით შეუდგებით გეგმების განხორციელებას.

* აპრილი – ზედმეტ დროსა და ენერგიას დახარჯავთ პროექტებზე, რომლებიც მხოლოდ

იმედგაცრუებას მოგიტანენ.

* მაისი – მეტი დაისვენეთ და ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ, არ ღირს არც ახალი საქმეების

დაწყება.

* ივნისი – დინამიური, თუმცა, არასტაბილური თვეა, რადგან კონფლიქტი მოგივათ

პარტნიორებთან, გაუთვალისწინებელი ხარჯი ან ფინასური დანაკარგი კი, უფრო მეტ

პრობლემას შეგიქმნით.

* ივლისი – მოერიდეთ კოლეგებთან ერთობლივ პროექტებზე მუშაობას, მსხვილ საყიდლებს

და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.

* აგვისტო – შეძლებთ კონფლიქტების მოგვარებას და პარტნიორებთან ურთიერთობის

გაუმჯობესებას. წარმატებით იმოგზაურებთ და შეიძენთ ახალ შთაბეჭდილებებს.

* სექტემბერი, ოქტომბერი – ეჭვი შეგეპარებათ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში, რაც

ახლობლებთან კონფლიქტისა და უთანხმოები მიზეზი გახდება.

* ნოემბერი, დეკემბერი – შეძლებთ დამშვიდებას და საკუთარ თავში გარკვევას, პარტნიორები

კი, მაქსიმალურად დაგეხმარებიან იდეების განხორციელებაში.



კირჩხიბი – კარმული გამოცდების წელია, რადგან საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან მოჭარბებული მოთხოვნების და პრეტენზიების ფონზე მოგიწევთ ურთიერთობების გარკვევა. მოულოდნელად აღმოჩნდებით კრიზისულ სიტუაციაში, გარშემომყოფთა ზეწოლა მნიშვნელოვნად შეზღუდავს თქვენს თავისუფლებას, უსაფუძვლო შიშები და ეჭვები კი, ხელს შეგიშლით მოვლენების ობიექტურად აღქმასა და მართებული გადაწყვეტილების მიღებაში. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, მარტივად მოიპოვებთ ხელმძღვანელთა კეთილგანწყობას, კოლეგათა მხარდაჭერას და შეძლებთ კარიერულ წინსვლას. არაა გამორიცხული მომავალ წელს სამსახური უფრო კომფორტული აღმოჩნდეს, ვიდრე სახლი.

* იანვარი – უმიზეზო ეჭვიანობა ხელს შეგიშლით გარშემომყოფებთან ურთიერთობაში,

გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება, რადგან სრულად იქნებით დამოკიდებული

მიმდინარე მოვლენებზე.

* თებერვალი – ცვლილებები სამსახურში პოზიტიურად აისახება თქვენს კარიერაზე, არაა

გამორიცხული, დაწინაურდეთ ან მოიძიოთ შემოსავლის ახალი წყარო.

* მარტი – სასიკეთო პერიოდია მოგზაურობისთვის, ცოდნის შესაძენად და სულიერი

განვითარებისთვის.

* აპრილი – მოგიწევთ პრიორიტეტების გადაფასება და საკუთარ თავზე დამატებითი

პასუხისმგებლობის აღება.

* მაისი – სასიკეთო პერიოდია ახალი პარტნიორების შესაძენად და მეგობართა წრის

გასაფართოვებლად. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS