ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, 2019 წელი მდედრი გოჭის წელია და შედარებით მშვიდი წელი გვექნება.
ურანი საფინანსო საბანკო სფეროში შედის, რაც მსოფლიოში ფინანსურ კრიზისს გამოიწვევს.
მიხეილ ცაგარელმა "იმედის დილის" მაყურებელს მთავარი რჩევაც მისცა, მისი თქმით, ადვილად სხვებს არ უნდა ვენდოთ.
2019 წლის დადებითი მხარე ის არის, რომ ამ წელს სიყვარულში ბევრ ადამიანს გაუმართლებს და მდედრი გოჭის წელში შექმნილი ოჯახი მყარი იქნება.
მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში პოლიტიკოსებსაც მისცა რჩევა.