- გავრცელებულია საშობაო ყვავილი. როგორ დაუკავშირდა ეს ყვავილი შობას?
- შობის აღნიშვნასთან ყვავილს პირდაპირი კავშირი არა აქვს, ეს არის უფრო სახალხო ლეგენდა. შობის დღესასწაული განსაკუთრებული დღეა, რომლის დადგომასაც
ამერიკასა და ევროპაში, ტრადიციული ფორმის განსხვავებული სახე არსებობს. მათ სწამთ, რომ ოჯახში თუ ექნებათ ყვავილი, "საშობაო ვარსკვლავი", მთელი წელი ბედნიერებით ჩაივლის. ამიტომ, შობის წინა დღეს მათი სახლი ირთვება და მშვენდება პუანსეტიის ყვავილით, რომელიც დეკემბრის თვეში ყვავილობს და ფოთლები ვარსკვლავის ფორმას ღებულობს. ამერიკაში, ლეგენდაც კი შექმნეს ამ ყვავილთან დაკავშირებით. ერთ პატარა ბიჭს არ ჰქონდა ფული ტაძარში შესაწირის სახით რომ დაეტოვებინა და ამიტომ მან გადაწყვიტა გზაზე მოეწყვიტა ყვავილები და მოკრძალებული თაიგული შეეწირა ხატისთვის - ბავშვს სწამდა, რომ იესოს გაუხარდებოდა მისგან ეს საჩუქარი (მოგვებმაც ხომ შობა დღეს მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური).
მან როდესაც შეაბიჯა ტაძარში, მართლაც საშობაო სასწაული მოხდა, მის ხელშივე, მიტანილი თაიგული გაყვავილდა. იმ დროიდან, სწამთ, რომ ყოველი წლის დეკემბრის ღამეს ყვავილდება პუანსეტია. ადამიანმა რომ იყიდოს და ახლობელს აჩუქოს, არაფერი დაშავდება, პირიქით, საშობაო სუფრას გაალამაზებს.
- სწორია თუ არა მისი "საშობაო ყვავილად" მოხსენიება? წაიკითხეთ სრულად