27 თებერვალი, 2014
სექსუალურად აქტიურ მამაკაცებს პროსტატის კიბო ემუქრებათ
მამაკაცების უმრავლესობას, რომელთაც პროსტატის კიბო ჰქონდა, ორჯერ მეტი პარტნიორი ჰყავდა წარსულში, ვიდრე ჯგუფის დანარჩენ წევრებს, და გაცილებით უფრო ხშირად იყვნენ დაკავებული სექსით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცების მომატებული სექსუალური აქტივობა, პირდაპირ უკავშირდება პროსტატის ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკის.

ნოტინგემის უნივერსიტეტის მეცნიერთა მტკიცებით, სასქესო ჰორმონები, რომლებიც ახალგაზრდობაში გამძაფრებულ სქესობრივ ლტოლვას განაპირობებენ, ასევე პასუხისმგებელნი არიან მოწიფულ ასაკში პროსტატის კიბოს განვითარებაზე.

კვლევაში 809 მამაკაცი მონაწილეობდა, რომელთაგან 400-ს პროსტატის კიბო ჰქონდა. მეცნიერებმა შეადარეს ერთმანეთს სქესობრივი აქტივობა, სექსუალური პარტნიორების რაოდენობა, მონაწილეთა სქესობრივი
ინფექციების შემთხვევები და დაასკვნეს, რომ ძალიან დიდი კავშირი არსებობს სექსუალურ აქტივობასა და სიმსივნის რისკს შორის.

მამაკაცების უმრავლესობას, რომელთაც პროსტატის კიბო ჰქონდა, ორჯერ მეტი პარტნიორი ჰყავდა წარსულში, ვიდრე ჯგუფის დანარჩენ წევრებს, და გაცილებით უფრო ხშირად იყვნენ დაკავებული სექსით.

აღნიშნული კვლევის დადებითი შედეგი არის ასევე ის, რომ მეცნიერებს მიეცათ სრული საფუძველი მიიჩნიონ, რომ ჰორმონალური თერაპია საკმაოდ ეფექტური იქნება პროსტატის კიბოსთან საბრძოლველად.

სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS