კურო - დიდი ალბათობით,
ტყუპები - ტყუპებო, ცოტა ხნით გადადეთ წიგნები და სასიყვარულო ურთიერთობას მიხედეთ. იცოდეთ, რომ სასიყვარულო ურთიერთობაში წარმატება ყველაზე დიდ ბედნიერებას მოგანიჭებთ. ბოლო 12 წლის განმავლობაში ბედნიერების პლანეტა იუპიტერი პირველად არის ურთიერთობების სახლში, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატება გელოდებათ. მთავარია, ცოტათი მაინც მოინდომოთ. 2019 წელი თქვენთვის რომანტიკული მოვლენებით იქნება დატვირთული. თუ მარტოხელა ხართ, შეხვდებით ვინმე განსაკუთრებულს, რომელზეც დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებთ. ეს წელი იუპიტერის გავლენით არაერთ შესაძლებლობას მოგცემთ. მთავარია, დაინახოთ ეს შესაძლებლობები და გამოიყენოთ.
კირჩიბი - კირჩხიბებო, მოემზადეთ სერიოზული და ნამდვილი სიყვარულისთვის, მყარი ურთიერთობისთვის. დასრულდა მხოლოდ ფლირტისა და გართობის დრო. ეცადეთ, უფრო სერიოზულად შეხედოთ სასიყვარულო ურთიერთობებს. 2019 წელს სამყარო თქვენგან დისციპლინასა და უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს და თუ პასუხისმგებლიანები იქნებით, წარმატებაც არ დააყოვნებს. თუ მტანჯველ სასიყვარულო ურთიერთობაში ხართ, 2019 წელი იდეალურია იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს თავი დააღწიოთ მძიმე ცხოვრებას და მიიღოთ დაშორების გადაწყვეტილება, მარტოხელებს კი, ნამდვილი სიყვარულის პოვნის შესაძლებლობა მოგეცემათ, თუმცა, აუცილებლად შეხედეთ ყველაფერს სერიოზულად. ნუ გაერთობით სხვების გრძნობებით.
ლომი - 2019 წლის სასიყვარულო პროგნოზი ოპტიმისტურია. განსაკუთრებით სასიამოვნო წელი იქნება იმ ლომებისთვის, რომლებმაც უკვე იპოვეს სიყვარული. ეს იქნება ურთიერთობების განმტკიცების წელი, რომელიც ბედნიერებით აგავსებთ. მოსალოდნელია, რომ შვილი შეგეძინოთ. ისიამოვნებთ თქვენი სასიყვარულო კავშირით. რაც შეეხება მარტოხელა ლომებს, 2019 წელი ვერ გპირდებათ ნამდვილი სიყვარულის პოვნას, თუმცა, მოსალოდნელია, რომ ამ კუთხით შესაძლებლობას წლის მიწურულს - ნოემბერსა და დეკემბერში მიიღებთ.
ქალწული - თქვენ სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით სასიყვარულო ურთიერობებში სირთულეები გელოდებათ, მაგრამ ეს, პირველ რიგში, თქვენი ნატურიდან გამომდინარეობს. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა გინდათ სასიყვარულო ურთიერთობისგან, რას ელოდებით სინამდვილეში და ამის შემდეგ გადადგით ნაბიჯები. დაანებეთ თავი სრულყოფილი ადამიანის ძებნას და მიხვდით ბოლოს და ბოლოს, რომ სრულყოფილი არავინაა. 2019 წელი თქვენთვის ღირებულებების გადაფასების წელი იქნება. არ იდარდოთ, როგორც კი სრულყოფილი ადამიანის ძებნას შეეშვებით, მაშინვე იპოვით სიყვარულს.
სასწორი - ურანის გავლენის გამო, 2011 წლიდან სასწორების უმეტესობას პრობლემები გაქვთ სასიყვარულო ურთიერთობებში და შესაძლოა, აღარ გჯერათ სიყვარულის, მაგრამ ღრმად ჩაისუნთქეთ და მოემზადეთ თავბრუდამხვევი, დაუვიწყარი რომანტიკული თავგადასავლებისთვის, რომლებსაც ვარსკვლავები ახალი წლიდან გპირდებიან. მთავარია, რომ არ დაკარგოთ წონასწორობის განცდა და სიმშვიდე.
მორიელი - 2019 წელს, სამწუხაროდ, ბევრი პრობლემა გელოდებათ სიყვარულში და დიდია შანსი იმისა, რომ ამ პრობლემებს ვერ გაუმკლავდეთ. პანიკაში ნუ ჩავარდებით, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ საღად აზროვნებას. მოერიდეთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას, რადგანაც შესაძლოა, დროის გასვლის შემდეგ ინანოთ. პარტნიორთან ყოველი კამათის შემდეგ სახლიდან ნუ გაიქცევით და მაშინვე განქორწინების გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. ისაუბრეთ პარტნიორთან მშვიდად პრობლემებზე და გახსოვდეთ, რომ პრობლემების მოგვარებას მხოლოდ ასე შეძლებთ. 2019 წლის შემოდგომიდან შედარებით სტაბილური პერიოდი დაიწყება. განაგრძეთ კითხვა: