თერჯოლა-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან სალოცავამდე 4 კილომეტრამდეა. ყოველ 6 მაისს და 23 ნოემბერს ამ გზაზე მომლოცველთა უწყვეტი ჯაჭვი მიედინება. 6 მაისს მორწმუნეები წმინდა გიორგის სახელობის სალოცავში სათხოვნელად მიდიან, 23 ნოემბერს კი - მადლობის სათქმელად. ეს ადგილი არა
როგორც ლეგენდა გადმოგვცემს, სოფელ გოგნში ყველა მამაკაცი დაღუპულა და მიზეზი ვერავის გაუგია. სოფლის ერთ მკვიდრს სიზმრად უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზი მდინარეში ეძებეთო. მართლაც, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოუბრძანებიათ და ურემზე დაუბრძანებიათ. ხარები ყველაზე მაღალ ადგილზე ასულან და იქ გაჩერებულან. სწორედ იმ ადგილზე საყდარი აუგიათ. იმასაც ამბობენ, რომ სალოცავს კარი რამდენჯერმე დაჰკიდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩამოვარდა. სწორედ ამიტომ მას "კარუგდებელი" უწოდეს.
თამარ მეფის 1188 წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენიებულია გოგნის ციხისთავი. 1778 წელს მეფე სოლომონ I-ის მეუღლემ, მარიამ დედოფალმა გოგნში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ააგო და დააფუძნა მონასტერი. სოფლის ჩრდილოეთით, 3 კილომეტრში შემორჩენილია ბერციხის ნანგრევები. ამჟამად კი შენდება წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც ქართული ჩუქურთმებით უნიკალური იქნება საქართველოში. მამათა მონასტერთან ბერებისთვის შენდება კელიებიც.
მონასტრის წინამძღოლი, დეკანოზი იოანე რევიშვილი:
"წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი VII საუკუნეში აუშენებიათ. იყო პერიოდი, როცა გელათის მონასტერს ექვემდებარებოდა. აქ არის ძველი მონასტერი, რომელსაც ნასაყდრალს ეძახიან და განდეგილი ბერების საცხოვრებელი ადგილი იყო. ამბობენ, რომ ამ სალოცავში წმინდა გიორგის თავის ქალა იყო დაბრძანებული. დავით ულუსა და დავით ნარინის მეფობის პერიოდში შემოემატა წმინდანის მენჯის ძვალი. აქ წირვა წლების განმავლობაში აღევლინებოდა. მორწმუნეებმა წინაპრებიდან გადმოცემით იცოდნენ ტაძრის სასწაულმოქმედი ძალის შესახებ. აქ უშვილო წყვილებს, დავრდომილებს, დასაოჯახებელ ახალგაზრდებს ხშირად შეხვდებით. სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ბევრი ძველი ურთხმელია, გარკვეულწილად ესეც ამ სალოცავის სიძველეზე მიანიშნებს. იშვიათია, ურთხმელის ტყე ასეთი სახით სადმე იყოს შემორჩენილი, რადგან ურთხმელის მასალა ძვირად ღირებულია. ამ ტერიტორიას ვერ ეხებოდნენ.
- ტაძარს "კარუგდებელი" როგორ დაერქვა?
- სოფლის მცხოვრებლებმა მოინდომეს, ტაძრისთვის კარი დაეკიდათ, წვიმის დროს ტაძარში პირუტყვი თავშესაფარებლად რომ არ შესულიყო. კარი შეაბეს, მიუხედავად იმისა, იცოდნენ მას "კარუგდებელს" უწოდებდნენ. ერთხელ დაკიდეს, ჩამოვარდა, შემდეგ იგივე გამეორდა. დაუდარაჯდნენ, იქნებ კარს ვინმე აგდებსო, დაღლილებს წამიერად წასთვლიმათ. უეცრად, ხმა გაიგონეს, დაინახეს საყდარს კარი ჩამოვარდნოდა, გარშემო ყველგან დაიარეს და უცხო ვერავინ შენიშნეს. მოგეხსენებათ, საღამოს ლოცვის შემდეგ, ეკლესიები იკეტება. ამ სალოცავში ადამიანს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა მოვიდეს, წმინდა გიორგის შესთხოვოს მოილოცოს და გული მოიოხოს. "კარუგდებელის" დანიშნულება ეს არის... განაგრძეთ კითხვა