"ხვალ, 9:39-ზე სავსემთვარეობაა, თუმცაღა მისი ენერგეტიკა უკვე საკმაოდ იგრძნობა. არ გაგიკვირდეთ, თუ ამაღამ ან ხვალ უძილობამ შემოგიტიოთ ან ძილის რიტმი დაგერღვეთ, ნაცვლად დასვენებისა მოგინდეთ ვინმესთან საუბარი, ფიქრების გაზიარება. შესაძლოა შემოქმედებითი აქტივობის პიკზეც კი იგრძნოთ თავი და რაიმე დაწეროთ, ან დახატოთ...
დიახ, სავსემთვარეობაზე ჩვენი ენერგეტიკა პიკს აღწევს და სწორედ ესაა მომეტებული აღზნებულობის მიზეზი. ნუ შეგეშინდებათ ამის, უბრალოდ მიმართეთ ენერგიის ეს ნაკადი შემოქმედებითი, შემეცნებითი პროცესებისაკენ
23 ნოემბრის სავსემთვარეობის მმართველი მერკური რეტროგრადულია, ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ მისი დირექტულ მოძრაობაზე გადასვლის შემდგომ, ის მოვლენები, რასაც ახლა ჩაეყრება საფუძველი , ხელახლა დადგება დღის წესრიგში. გაფრთხილებები 22-23-24 ნოემბრის პერიოდისთვის კვლავაც ტრადიციული იქნება-ნუ წამოიწყებთ ნურაფერს ახალს, მნიშვნელოვანს, რადიკალურს. მოუფრთხილდით საჭესთან ჯდომას, თუ ვერ აიცილებთ, იყავით მაქსიმალურად ყურადღებით. ზოგადად კი ეცადეთ იცხოვროთ ჩვეული ტემპით. 25-დან უკვე შეიძლება ჩანაფიქრების რეალიზებისთვის ზრუნვა. რიტუალების მოყვარულებს კი შევახსენებ-ამაღამ გაბადრული მთვარისთვის მსხვილი კუპიურის დანახვება არ დაგავიწყდეთ. წვრილი მონეტები კი შეგიძლიათ ბარაქის ხის ქოთანში მიწაში " ჩარგოთ" . სასურველია ის ღამე თქვენმა ფულის ხემ ფანჯრის რაფაზე გაატაროს, რომ მთვარემ კარგად უყუროს. სულ ეს იყო", - წერს ნოელი.