ძველი, ჩინური ლეგენდის თანახმად, ბუდასთან გამოსამშვიდობებლად მისულმა ცხოველებმა ვირთხამ, ხარმა, ვეფხვმა, კურდღელმა (კატამ), დრაკონმა, გველმა, ცხენმა, თხამ (ცხვარმა), მაიმუნმა, მამალმა, ძაღლმა და ღორმა მიიღეს უფლება, თორმეტ წელიწადში ერთხელ წლის მმართველებად ქცეულიყვნენ და ადამიანთა ბედ-იღბალი განესაზღვრათ.
გთავაზობთ ინსტრუქციას, თუ რა უნდა გააკეთოთ ღორის წელს აუცილებლად:
გაუფრთხილდით
მართალია, ღორის წელს ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში კარგი ემოციები და მოულოდნელი სიურპრიზებიც მოაქვს, მაგრამ როგორც ჩინული კალენდარი გვამცნობს, ასეთ წლებში მატულობს ინფექციური, ვირუსული და ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების ალბათობა. შესაბამისად, ყურადღებით მოეკიდეთ იმუნიტეტს. არანაკლებ მაღალია ტრავმულობის კოეფიციენტიც. შესაბამისად, საჭესთან სიფრთხილე გმართებთ.
იქორწინეთ ან დაინიშნეთ
ღორის წელში, როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, არაერთი ოჯახი შეიქმნება, ზოგიერთი დაუგეგმავად და სპონტანურადაც. ახალდაქორწინებულებს შორის ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში ხშირი იქნება კონფლიქტები და ურთიერთობების ხმაურიანი გარჩევა, თუმცა, განქორწინებამდე საქმე იშვიათად მივა, რადგან მეუღლეებს სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებათ ერთმანეთი. განაგრძეთ კითხვა: