25 თებერვალი, 2014
ტვინის შერყევა სექსის დროს და ''დატყვევებული'' სასქესო ორგანო - ყველაზე გავრცელებული სექსუალური ტრავმები
კლინიკებისთვის მიუმართავთ ელექტრონათურით, სანთლით და მობილური ტელეფონითაც კი ჩატარებული ''ექსპერიმენტების'' დროს დაზარალებულებს ადამიანებს ხანდახან ისე გაიტაცებთ ხოლმე სექსუალური ვნებები, ვერც კი ამჩნევენ, როგორ გაიხეხეს მუხლები ან დაეჭიმათ ზურგი. ზოგიერთი ''იღბლიანი'' მიჯნური კი სექსის შემდეგ საოპერაციო მაგიდაზეც კი ხვდება. უკანასკნელი კვლევების მიხედვით, სექსის დროს მიღებული ტრავმები საკმაოდ ხშირია და ყველაზე გავრცელებული ტრავმების ერთგვარი რეიტინგიც შეადგინეს.

• გახეხილი მუხლები - ხშირად, წყვილი საწოლამდე ვერ აღწევს და პირდაპირ ხალიჩაზე ან იატაკზე მიეცემა ვნებას. სპონტანური სექსი, რასაკვირველია, გზნებით სავსეა, მაგრამ არც
ის უნდა დაავიწყდეთ ამ დროს, რომ განსაკუთრებით ხალიჩას ხაოიანი ზედაპირი აქვს და ვნების მომენტში მას სხეულის ნაზი ნაწილები ეხახუნება. ხახუნის ძალის შედეგად, ენერგია გამოიყოფა და დამწვრობებიც კი ჩნდება ამ დროს.

• დაჭიმული ზურგი, წელი, იდაყვი, კოჭი - კარგია, როცა წყვილი სექსის დროს მრავალფეროვნებისკენ მიიწევს. თუმცა კამასუტრას ყველა პოზის შესრულებას ფიზიკური მომზადება სჭირდება და საკმაოდ საშიშიც არის. თუ მაინცდამაინც გინდათ ამგვარი ექსპერიმენტები, კვირაში რამდენჯერმე ფიტნესი არ გაწყენდათ, რომ მერე უსიამოვნო ტრავმები აიცილოთ თავიდან.

• დუნდულების ტკივილი - თუ სექსის დროს მეტისმეტად ინტენსიურად მოძრაობთ, შეიძლება, გარკვეული ადგილები იტკინოთ კიდეც. თურმე, სექსის დროს ტკივილი იმდენად არ იგრძნობა. სწორედ ამის გამო, ისე შეიძლება დაიბეჟო ან დაილურჯო თუნდაც დუნდულები, რომ ვერ მიხვდე.

• მიკრონაპრალები - ისეც ხდება, რომ პარტნიორი იმდენად აქტიურია, ქალი საშოში პატარა, თუმცა საკმაოდ მტკივნეულ ნაპრალებს ვერ აიცილებს თავიდან. მიზეზი ხანდახან ისიც არის, რომ ქალის გენიტალიების ზომა არ ემთხვევა მამაკაცის სასქესო ორგანოს ზომას. ამიტომაც, მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, დიდი ზომები სულაც არ არის ყოველთვის კარგი, მით უმეტეს, თუ ქალი მინიატიურულია. მსგავსი ტრავმები ხშირია ასევე პარტნიორის გამოუცდელობის გამო.

• საგნობრივი ტრავმები. ექიმებმა ერთ-ერთი ბოლო, ყველაზე უცნაური შემთხვევა გამოარჩიეს. უიღბლო პაციენტს ''პენის-კორესპონდენტი'' უწოდეს - რატომღაც პირდაპირ სასქესო ორგანოში ჰქონდა შერჭმული კალამი. ''სასწრაფოში'' თურმე ხშირად რეკავენ მძაფრი შეგრძნებების ამგვარი მოყვარულები, განსაკუთრებით, ქალები, რომლებიც სხვადასხვა საგანთან ატარებენ ექსპერიმენტებს და მერე შიგნით რჩებათ ბადრიჯანი, მაკრატელი, კიტრი თუ სხვა, სრულიად წარმოუდგენელი საგნები. ეგ კი არა, ბოლო დროს კლინიკებისთვის მიუმართავთ ელექტრონათურით, სანთლით და მობილური ტელეფონითაც კი ჩატარებული ''ექსპერიმენტების'' დროს დაზარალებულებს. ზოგიერთები სამზარეულოს ტექნიკასაც კი იყენებენ, მაგალითად, მიქსერებს.

• დამწვრობები - ზოგიერთს სურს, სექსის ნამდვილ ვარსკვლავად იქცეს. პორნოფილმების ყურების შემდეგ ბევრი ცდილობს, ყველაფერი ზუსტად გაიმეოროს. მაგალითად, როცა კინოში ხედავენ, სექსუალური მამაკაცი როგორ ასხამს ანთებული სანთლის ნაღვენთს პარტნიორის სხეულზე, ის კი ამ დროს ლამაზად იკლაკნება, ჰგონიათ, რომ ქალს მოსწონს ეს ექსპერიმენტი და ამგვარ ცდებს თავადაც ატარებენ. სინამდვილეში კი, ამგვარი სიუჟეტების გამეორება ნამდვილად არ ღირს.

• ცნობილია ტვინის შერყევების შემთხვევა, რომელიც სააბაზანო ოთახში სქესობრივი აქტის დროს მიიღეს. მაგალითად, წყვილი ვნებით იყო მოცული და როცა უკვე ნეტარებას აღწევდა, ბიჭმა კარნიზს წამოავლო ხელი, რომელიც თურმე არც ისე მყარად იყო დამაგრებული. შედეგად, კარნიზი გოგონას დაეცა თავში, რომელიც ასევე ორგაზმისთვის ემზადებოდა და არა ტვინის შერყევისთვის.

• ხშირი ყოფლა შემთხვევა, როცა პარტნიორები ერთმანეთს ''ეწებებიან'' და ვეღარ ''აცალკევებენ''. ხანდახან ვაგინალური კუნთები იკუმშება და მამაკაცის სასქესო ორგანოს ''ატყვევებს''.

სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ivan.s
ზოგიერთი ქალი როგორ არცხვენენ ქალის სახელს»»»რად გინდათ მიქსერებსა და ხილ-ბოსტნეულს რომ იტენით!?? ან მობილურ ტელეფონებს? რომ დარეკოს მერე? ნაღდი აქ არ მაქვს? ვინ გიშლით რომ გამოიყენოთ? შემოღობილი მაქვს თუ რაა?? მითხარით და როცა გინდათ გათხოვებთ»»»(ისე რა ძალა უნდა ქონდეს ქალს ვაგინაში,რომ მამაკაცს "დაუჭიროს"და აღარ გაუშვას»»საოცარია***
16:38 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
გირგი რა იყო ის გადაბმული შენ ხომ არ იყავი?რამ გაგამწარა :დ
19:40 / 28-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანი
გულიანად ვიხარხარე ამ სტატიაზე გაიხარე
14:33 / 28-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გიგა
ნესტანი შემეცოდაა
12:58 / 27-02-2014
გამოხმაურება / 0 /
NESTANI
მეძავეები რატომ არებმებიან მაინტერესებს,ერთხელ მე და ცჰემი ქმარი გადავებით და ყველამ შეიტყო ეს სამარცხვინო ამბავი რამოდენიმე თვე გარეთ ვერ გამოვდიოდი
21:32 / 26-02-2014
გამოხმაურება / 1 /
ვასო
დაიკიდე რაა. ქმარი იყო უცხო ხო არა
13:57 / 08-01-2018
:D
ჩემს მეზობელს მოუვიდა ასე,ქმარი მივლინებაში იყო,ცოლი კი საყვარელთან ერთობოდა.ამ დროს დაბრუნდა ქმარი.მეზობელმა იცოდა და ცოლს დაურეკა,არიქა,შენი ქმარი ამოდის კიბეზეო.ატყდა ამბავი,მაგრამ ვერ მოშორდნენ ერთმანეთს.მეზობელმა შეიყვანა ამ ქალის ქმარი სახლში გამოგონილი მიზეზით.ცოლი და საყვარელი ''ვალსით'' შექანდნენ აბაზანაში, ძლივს მოასწრეს ცხელ წყალში ჩაწოლა და ''ეშველათ'' :) ფაცხაფუცხით გავარდა საყვარელი.ქალმა თავი მოიავადმყოფა და ლოგინში დახვდა ქმარს :)))ეს საიდუმლო მარტო სამმა ვიცით :)
16:36 / 26-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
:D მაგარი იყო
21:54 / 25-02-2014
გამოხმაურება / 0 /
იმანო
"შერჭმული" მომეწონა ყველაზე მეტად. ვაი, ქართულო ჟურნალისტიკავ!
20:45 / 25-02-2014
გამოხმაურება / 0 /
!!! სსს
მაგარი ხააააააააააააარრრრრრრრრრრრრ!!!!!!!!!!!!! კიტრი:D
18:35 / 25-02-2014
გამოხმაურება / 0 /
je t'aime
ვაიმე ისე ხუმრობა რო ცოტა ხნით გადადო კაცმა... აუუუუ რამხელა ვნებით უნდა იყო შეპყრობილი,ასე რომ "დაზარალდე"..განსაკუთრებით ხალიჩები მომეწონა- აბა, ვერ ასწრებენ საწოლამდე,იმხეეეეელა მანძილია როო...:)
18:02 / 25-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS