16 ნოემბერი, 2018
როგორ დავიცვათ უსაფრთხოება, თუ სახლში გაზის გამათბობლები გვაქვს - ენერგეტიკოსის რჩევა
ენერ­გე­ტი­კოს გია არა­ბი­ძის რე­კო­მენ­და­ცი­ით, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ სე­ზონ­ზე, რო­დე­საც გა­ზის გა­მათ­ბობ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, სახ­ლში სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­ტექ­ტო­რე­ბი უნდა გან­ვა­თავ­სოთ, რაც ჰა­ერ­ში CO2-ის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას გა­ზო­მავს. ამის შე­სა­ხებ გია არა­ბი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

ენერ­გე­ტი­კო­სი ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში გუ­შინ მომ­ხდარ ტრა­გი­კულ ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და მო­სახ­ლე­ო­ბას რამ­დე­ნი­მე რჩე­ვით მი­მარ­თა. მისი თქმით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მათ­ბობ­ლე­ბი გათ­ბო­ბის სე­ზო­ნის და­წყე­ბი­სას სპე­ცი­ა­ლის­ტის მიერ შე­მოწ­მდეს.

„თუნ­დაც გა­ზ­ქუ­რა­ზე ჩა­იდ­ნით რომ წყა­ლი აა­დუ­ღოთ, გა­მო­ა­ღეთ ფან­ჯა­რა, რომ ეს პრო­ცე­სი გა­ნი­ავ­დეს. ასე­ვე, შე­საძ­ლე­ბე­ლია, პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს დე­ტექ­ტო­რე­ბით, რო­მე­ლიც, თუ სპე­ცი­ა­ლის­ტი სახ­ლში
შე­მო­ვა და ჩემს ხელ­სა­წყოს ჩარ­თავს, დე­ტექ­ტორ­მა უნდა გა­სინ­ჯოს, რო­გო­რია CO2-ის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, არის თუ არა გა­ზის გა­ჟონ­ვის პრობ­ლე­მა და თუ ამას შე­ნიშ­ნავს, სპე­ცი­ა­ლის­ტმა მა­შინ­ვე უნდა და­ლუ­ქოს ხელ­სა­წყო და არ მის­ცეს მუ­შა­ო­ბის უნა­რი.

მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს სახ­ლში აქვს და მეც მაქვს დე­ტექ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც CO2-საც ზო­მავს და გა­ზის გა­ჟონ­ვის სიგ­ნალ­საც იძ­ლე­ვა. თუ ოპე­რა­ტო­რე­ბი ამ ხელ­სა­წყო­თი იქ­ნე­ბი­ან აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მას მო­ვუხ­სნით. თვე­ში ერთხელ და გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც გათ­ბო­ბის სე­ზო­ნი იწყე­ბა, აპა­რა­ტუ­რა უნდა შე­მოწ­მდეს, თუმ­ცა, ის წყლის გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი, რომ­ლე­ბიც ამ ბი­ნა­ში იყო, ყვე­ლა სე­ზონ­ზე იმუ­შა­ვებ­და, მაგ­რამ ამ სე­ზონ­ზე უნდა გახ­სნას და შე­ა­მოწ­მოს“, - აღ­ნიშ­ნა მან. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS