სასწორი
ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ნაზი, აღმატებული და რომანტიკული გრძნობები სჭირდებათ, თავი ბენდიერად რომ იგრძნონ. ასევე, უნდა ხედავდნენ, რომ მამაკაცისთვის სასურველები და ჰაერივით საჭირონი არიან. სანამ კაცი სასწორზე ჭკუას კარგავს, კომპლიმენტებით ამკობს,
მაგრამ, როგორც კი პარტნიორი ყურადღებას მოადუნებს და ჩათვლის, რომ დროა ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდეს, ანუ შემცირდეს ბარ-რესტორნებსა თუ კინოში სიარული, და გაიზარდოს ოჯახური მყუდროებისთვის დათმობილი დრო, სასწორი განგაშის ზარს სცემს.
მას დეპრესია ემართება და უბედურად გრძნობს თავს. თუ სტანდარტული ქალივით მოსთხოვენ შვილები გაზარდოს, კერძები მოამზადოს, დაალაგოს და შაბათ-კვირა ქმრის მომაბეზრებელ ნათესავებთან ერთად გაატაროს, ნაცვლად იმისა, რომ წყვილი ქალაქგარეთ გაიპაროს და ერთმანეთს ესიყვარულოს, სასწორი წავა, გამოიტირებს და ახალ პარტნიორს იპოვის, რომელიც მზად იქნება გრძნობათა მორევში გადაეშვას მასთან ერთად. განაგრძეთ კითხვა: