12 ნოემბერი, 2018
ვინ იყო თამადა და რომელი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ ბერა ივანიშვილის ქორწილს?
11 ნოემბერს ჩვენი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერამ, რომელიც სვეტიცხოველში ჩატარდა, ქორწილი კი კოჯორში, კერძოდ, "ბიოლიში" გაიმართა. ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა პირველმა გაანდო საზოგადოებას როდის გეგმავდა წყვილი დაქორწინებას, გვითხრა ისიც, რომ ანსამბლი "ერისიონი" ქორწილში სრული შემადგენლობით იყო მიწვეული.

ამჯერად ჯემალ ჭკუასელი გვესაუბრა უკვე გამართულ ქორწილზე, რომელიც ალბათ კიდევ დიდხანს იქნება განხილვის საგანი... ბერას მეჯვარეები გახლდნენ მისი უმცროსი ძმა ცოტნე და რეპერი ამიკო ჯანელიძე.

ბერასქორწილი

ბერას მეჯვარეები - ამიკო ჯანელიძე და ცოტნე ივანიშვილი
ფოტო: ბერას მეჯვარეები - ამიკო ჯანელიძე და ცოტნე ივანიშვილი


- ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ქორწილი ანსამბლი "ერისიონის" ულამაზესი ქართული ცეკვით დაიწყო... არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ანსამბლი ქორწილის მშვენება იყო. საუკეთესო საზოგადოება იყო შეკრებელი. პოლიტიკოსებიდან მხოლოდ კახი კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი იყვნენ თავიანთ არაჩვეულებრივ მეუღლეებთან ერთად.

კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი ქორწილში ახალგაზრდობა ჭარბობდა, რადგან ბერას და ნანუკას მეგობრები იყვნენ... თამადა ბერას მეგობარი იყო.

ნანუკაგუდავაძე

ახალგაზრდა კაცი შესანიშნავად გაუძღვა სუფრას, ძალიან მოვიხიბლე. საერთოდ ახალგაზრდები ისე იქცეოდნენ, რომ მათ ყურებას არაფერი სჯობდა.

მათი ჭეშმარიტი მამულიშვილობა ჩანდა. ბერამ თავად შეასრულა საკუთარი ორი სიმღერა... ჩვენ ორი სახის მრავალჟამიერი შევასრულეთ, მათ შორის ერთი საეკლესიო... თქვეს ფრანგული ჯგუფია ჩამოსულიო, იმღერეს, მაგრამ ვერ ვიცანი, რომელი ჯგუფი იყო. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS