34 წლის შენან უოტსი, რომელიც 15 კვირის ორსული იყო, შვილებთან - 3 წლის სელესტთან და 4 წლის ბელასთან ერთად აგვისტოში გაუჩინარდა. შენონის ცხედარი მიწაში დაფლული იპოვეს, ბავშვებისა კი იქვე ახლოს, საწვავის ავზებში აღმოაჩინეს.
კრის უოტსს მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. თავდაპირველად მამაკაცი ამბობდა, რომ როდესაც ცოლს სხვა ქალთან რომანის შესახებ გაუმხილა, შენანმა შვილები მოკლა.

უოთსს, სავარაუდოდ, უვადო პატიმრობას მიუსჯიან. სასამართლო პროცესი 19 ნოემბერს
ქალისა და მისი შვილების გაუჩინარების შემდეგ, აგვისტოში, კრისმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
„იმედი მაქვს, ის ახლა უსაფრთხო ადგილას იმყოფება ბავშვებთან ერთად.“
კომენტარიდან 24 საათიც არ იყო გასული, როდესაც პოლიციამ მისი დაპატიმრების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. იხილეთ ფოტოები: