წყვილი სექტემბერში დაინიშნა და მას შემდეგ საქორწინო მოგზაურობაში გამგზავრებაც მოასწრო. ბერა და ნანუკა ახლა კალიფორნიაში იმყოფებიან, საიდანაც თბილისში დაბრუნდებიან. ქორწილი 120 ადამიანზე იქნება გათვლილი, სადაც მიწვეული იქნებიან წყვილის ოჯახის უახლოესი ადამიანები. თუმცა, როგორც გაირკვა, ქორწილში არ დაპატიჟეს ბერა ივანიშვილის ნათლია, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე.
AMBEBI.GE დეტალების გასარკვევად მომღერალს დაუკავშირდა.
- ქალბატონო თამრიკო, რატომ
- ბერას მხოლოდ "ოცნების" აქციებზე ვნახულობდი. ჩვენ ისედაც არ გვაქვს ურთიერთობა... სამწუხაროდ, პირველი ადამიანი არ ვარ, ვინც დაკარგული ყავს ამ ოჯახს. მე იმ კატეგორიას არ ვეკუთვნი, ვინმეს ძალით შევახსენო თავი. არც მქონია ილუზია, რომ ბერა ქორწილში დამპატიჟებდა.
- რის შემდეგ შეწყდა თქვენი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახების ახლობლობა? თქვენი მეუღლის - გია როინიშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნას ხომ არ უკავშირდება ეს? განაგრძეთ კითხვა: