29 ოქტომბერი, 2018
რატომ უნდა მოარიდოთ ხალხს 40 დღემდე ჩვილი - პედიატრ ნანა მექვაბიშვილის რჩევები
სანამ ახალშობილი 40 დღის გახდება, ოჯახი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს. ახალნამშობიარევ დედას ათასგვარ რჩევას აძლევენ 40 დღემდე მოვლასთან დაკავშირებით. რა მითები არსებობს ამასთან დაკავშირებით და როგორია რეალობა, ამ თემაზე პედიატრი ნანა მექვაბიშვილი გვესაუბრება:

- ერთ-ერთი ხშირი შეკითხვაა მშობლებისგან, შეიძლება თუ არა, რომ ბავშვს დავაჭრათ ფრჩხილები 40 დღემდე?

- რა თქმა უნდა! აუცილებლად უნდა დააჭრათ ბავშვს ფრჩხილები, რათა ის შეეხოს საკუთარ სახეს, დედას, შეიგრძნოს, გააანალიზოს, რომ რაღაცას ეხება. სწორედ შეხების საშუალებით ვითარდება ბავშვი. ზოგიერთი ახალშობილი იბადება დიდი ფრჩხილებით და
თუ მას არ მოვჭრით, აუცილებლად დაიზიანებს სახეს. ასე რომ, ბავშვის დაბადების პირველი დღეს შეგიძლიათ მოიმარჯვოთ სპეციალური საბავშვო მაკრატელი და ბავშვს ფრთხილად დააჭრათ ფრჩხილები.

- კიდევ ერთი მითი ბავშვის გარეთ გაყვანას ეხება, ხშირად გვეკითხებიან, შეიძლება თუ არა 40 დღემდე ბავშვის გაყვანა გარეთ?
- ესეც, რა თქმა უნდა, მითია, ბავშვის გაყვანა გარეთ სამშობიაროდან გაწერის შემდეგ შეგიძლიათ. 10-15-წუთიანი სეირინობა ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ. რა თქმა უნდა, ბავშვს ამინდის შესაბამისად უნდა ჩააცვათ. თუმცა, ნამდვილად უნდა მოარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, საიდანაც მას ინფექციების საფრთხე ემუქრება.

- ამბობენ, რომ ბავშვთან საღამოს სტუმრად მისვლა არ შეიძლება, ამაზე რას გვეტყვით?
- ესეც, რა თქმა უნდა, მითია, არანაირი სამედიცინო მტკიცებულება ამ მოსაზრებას არ ამყარებს. ბავშვი მოინახულეთ, როცა გსურთ. უბრალოდ, ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რა წესები უნდა დაიცვას, როცა ბავშვის მოსანახულებლად მიდის. ხშირად ქუჩიდან პირდაპირ სახლში შესულები აიტაცებენ ბავშვს და კოცნიან, იხუტებენ, ეს რა თქმა უნდა, არაჰიგიენურია. არც გადამეტებული სტერილურობა არის კარგი, მაგრამ ბავშვის ხელში აყვანამდე ხელი კარგად უნდა დავიბანოთ, კარგი იქნება, თუ არ ვაკოცებთ (ცხადია, ძნელია თავის შეკავება), რადგან ზოგიერთი ბავშვის კანი ძალიან მგრძნობიარეა და ადვილად ღიზიანდება. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS