29 ოქტომბერი, 2018
ბინები საბურთალოზე
მშენებარე ბინები თბილისში ყველა უბანში გვხვდება. თუმცა, არჩევანის გაკეთებისას მნიშვნელოვანია, თუ რომელია ჩვენთვის მისაღები და რა პრიორიტეტები გვაქვს.

სწორად განსაზღვრული პრიორიტეტები კი საუკეთესო ბინის შერჩევაში დაგვეხმარება. უბნების მიხედვით თბილისის მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის სასურველი binebi საბურთალზე მდებარეობს.

საბურთალოზე გასაყიდი ბინები 2 ნაწილად შეიძლება დავყოთ. ერთის მხრივ, უფრო მჭირდოდ დასახლებული, ცენტრალური ნაწილი და მეორე, ქალაქის ხმაურისგან ცოტა მოშორებით, როგორიცაა პოლიტკოვსკაიას ქუჩა (ყოფილი ჯიქია), რომელიც ბუნებრივად საკმაოდ გამწვანებული და მშვიდი ადგილია.

არქის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი არქი საბურთალო სწორედ საბურთალოს
მშვიდ ნაწილში, მინდელისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. არქი საბურთალოს ინფრასტრუქტურა პროექტის გარშემო ძალიან კარგადაა განვითარებული.

ფეხით მხოლოდ 5 წუთის სავალზეა მეტრო „უნივერსიტეტი“, ასევე გარშემო განთავსებულია სუპერმარკეტები, აფთიაქები, უნივერსიტეტები და სხვადასხვა საოფისე ფართები. არქი საბურთალოს კომპლექსში გათვალისწინებულია ღია და დახურული ავტოსადგომი, რაც ძალიან კომფორტულია და მაცხოვრებლებს უხსნის ავტომობილის გაჩერების პრობლემას. არქი საბურთალოს პროექტის ერთ-ერთი უპირატესობაა რეკრეაციული და საბავშვო ზონა. 5000 კვ.მ. კეთილმოწყობილი ეზო.

Binebi არქი საბურთალოს პროექტში პრემიუმ კარკასით ბარდება. პრემიუმ კარკასი არქის ინოვაციური შეთავაზებაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაზოგოს დრო, ენერგია და გააკეთოს მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი. თეთრი კარკასისგან განსხვავებით, პრემიუმ კარკასში დამატებულია გათბობის მილები და ევროპული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა დაბალემისიური მინებით, რომელიც 30%-ით ამცირებს ენერგიის ხარჯს.

(R)
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS