26 ოქტომბერი, 2018
"მოძალადემ, სავარაუდოდ, ურიკით მიიტანა ცხედარი"
გორში 25 ოქტომბერს, შუადღისით გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ნახეს.

გოგონა მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. სკოლაში აცხადებენ, რომ ის გაკვეთილებს დაესწრო, შემდგომ სახლში წავიდა, შუადღისით კი სახლიდან ისევ სკოლაში, ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა, სკოლაში აღარ მისულა.

მეზობლების თქმით, ბავშვი სკოლისკენ მიმავალი ნახეს, რის მერეც გაუჩინარდა. როგორც ოჯახის ახლობელმა გვითხრა, დილაობით 8 წლის გოგონას დედა მიაცილებდა სკოლაში, შუადღისით ცეკვაზე კი უკვე დამოუკიდებლად მიდიოდა.


"ბავშვი, სავარაუდოდ, გაგუდა, ყელზეც აქვს დაზიანებები... მოძალადეს გოგონას ფოტოები ტელეფონში უპოვეს"
სავარაუდოდ, ურიკით მიიტანა ცხედარი" " width="700" style="border: 0px; vertical-align: baseline;" />

სახლი, სადაც, სავარაუდოდ, საზარელი მკვლელობა მოხდა, იმ ქუჩის პარალელურ ქუჩაზე მდებარეობს, სადაც გარდაცვლილი ბავშვი ცხოვრობდა. შენობაში, რომელსაც ახალი მეპატრონე ჰყავს, რემონტი მიმდინარეობს, რაზეც რამდენიმე მუშა მუშაობდა, მათგან ერთი, რომელიც ბრალდებულია, მეზობლების თქმით, ღამითაც ამ სახლში რჩებოდა. მათივე განცხადებით, გოგონას ძალადობის კვალი აღენიშნება და იმ ადგილას, სადაც გარდაცვლილი გოგონა იპოვეს, მოძალადემ, სავარაუდოდ, ურიკით მიიტანა ცხედარი.

„როგორც ამბობენ, სამართალდამცავებმა ურიკის კვალიც ნახეს. იმ სახლის მეზობლად მცხოვრებთა თქმით კი, ადრეც შეუმჩნევიათ ეს ნაძირალა ურიკით, როდესაც სამშენებლო ნაგავს ყრიდა, იქვე ახლოს ნაგავსაყრელია. "ვვარაუდობთ, რომ ბავშვის ცხედრის გადაგდება წყალში უნდოდა, მაგრამ ჩვენ ვეძებდით, ვეძახდით და ჩვენმა ხმაურმა შეუშალა ხელი. ბავშვი, სავარაუდოდ გაგუდა, რადგან გვითხრეს, რომ ყელზეც აქვს დაზიანებები. პატარა აწამა და მოკლა, განა ასეთი ადამიანი სასიცოცხლოა?!", - გვითხრა ერთ-ერთმა ახლობელმა. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ლიზა
როგორ შეიძლებოდა ამ მანიაკის ციხიდან გამოშვება რაღაც კრიტერიუმებს ხომ უნდა აკმაყოფილებდეს პატიმარი რომელსაც იწყალებ ამის მერე რა ნამუსით უნდა ილაპარაკონ უვადოს გაუქმებაზე დაფიქრდით ხალხო სამუდამო პატიმრობას ქურდობისთვის არავინ უსჯის ეს განაჩენი მხოლოდ მკვლელობის დროს დგება ამ ტრაგედიამ უნდა დაგვაფიქროს როცა ასეთი უმოწყალო სადისტია ადამიანი ის სამუდამოდ იზოლირებილი უნდა იყოს საზოგადოებისგან
16:27 / 31-10-2018
გამოხმაურება / 0 /
gela
უდიდესი სურვილი გამიჩნდა ახლა, ამ წუთას, ეს არსება რომ მაჩუქონ სამართალდამცავებმა, მთელი ცხოვრება ჩემი მოსავლელი იყოს ნეტავ. მერე მე ვიცი მისი პატივისცემა...........( სურვილი ამსრულებოდა ასე ძლიერ არ მდომებია არასდროს)
13:58 / 27-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ლილიტა
ამ უბედურებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ ერი დაავადებულია და ათწლულები დაგვჭირდება რომ განვიკურნოთ ამდენი მკვლელობა რომ ხდება ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანები ფსიქიკურად დაავადდნენ და ეს არ არის მხოლოდ გაჭირვების ბრალი ეს იდეოლოგიური ომის ბრალია რომელმაც წალეკა ფეისბუქი და უკვე რეალურ სივრცეში გადაინაცვლა ახლა ნუ გამოხტებით ურაპატრიოტები და ჭკუის სწავლებას ნუ დამიწყებთ გირჩევნიათ ყველა სიტყვა გაიაზროთ რაც აქ დავწერე
15:55 / 26-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS