დასანანია, მაგრამ უკვე არჩეული პოლიტიკოსებიც ე.წ. სელებრითებს და ინტელიგენეციას ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე რიგით ამომრჩეველს, რომელსაც არჩევნებში ხმების მისაცემად მივარდნილ სოფლებშიც კი აკითხავენ, ათასგვარ დაპირებას აძლევენ და გამარჯვების შემდეგ ავიწყდებათ.
ამ წუთებში სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ბომონდი თითქმის სრული შემადგენლობით ეწვევა.
ამ ადამიანების რიგებში ისეთებსაც შეხვდებით, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბე
წინა ხელისუფლებამ ბრძოლა ე.წ. ინტელიგენციას გამოუცხადა, რომლებიც მუდმივად პრივილეგიებით სარგებლობდნენ და მიხეილ სააკაშვილმა მათ ჩარეცხილები უწოდა. ასპარეზზე ახალი „ინტელიგენცია“ გამოჩნდა, მათგან ზოგი მძღოლად დაასაქმეს, ზოგი დამლაგებლად, ზოგი მრეცხავად და ა.შ. ასე დაუფასდათ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგულება. ვისაც თანამდებობა არ შეხვდა, სააკაშვილს განუდგა.
წინა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "თბილსერვისჯგუფში", ფაქტობრივად, დასაქმებულებს შორის "თეატრალური კვარტეტის" წევრები აღმოაჩინა, ხოლო ორი წლის განმავლობაში მათ მიერ აღებულმა ხელფასმა 70 ათასი ლარი შეადგინა.
„თეატრალურ კვარტეტის“ ბიჭებს განსაკუთრებული პოპულარობა და ფართო ცნობადობა სწორედ ამ ე.წ. „ფეშენ მომღერლების“ სიამ მოუტანა.
აღმოჩნდა, რომ მათ ხელფასი თბილისის მერიის მაშინდელმა მაღალჩინოსანმა მამუკა ახვლედიანმა გაუწია და კარიერის დასაწყისში მყოფ ჯგუფს პირველი ნაბიჯების გადადგმაში ამ ფორმით, ხალხის ფულით დაეხმარა.
"მაშინ იყო პერიოდი, როცა ისინი იწყებდნენ ასპარეზზე გამოსვლას, მატერიალური პრობლემები ჰქონდათ, ელემენტარულად ჰქონდათ პრობლემა, რომ ეარსებათ და გაეგრძელებინათ თავიანთი შემოქმედებითი საქმიანობა, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბევრ მოქალაქეს მიანიჭა სიამოვნება. მე, პირადად გავუწიე რეკომენდაცია, რომ ისინი დასაქმებულიყვნენ დასუფთავების სამსახურში, "თბილსერვისჯგუფში". შევთავაზე, მათთვის ხელსაყრელ დროს ემუშავათ და დავპირდით, მუშაობაში შევუწყობდით ხელს. მაშინ ის პერიოდი იყო, როდესაც აქტიურად უნდა გაგვეწია პროპაგანდა ქალაქის დასუფთავების საქმისთვის, მაშინ იხურებოდა ბუნკერები, ეწყობოდა დასუფთავების აქციები. ისინი სწორედ ამ აქციებში იყვნენ დასაქმებულები და იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას", - ასეთი გახლდათ ახვლედიანის კომენტარი, რომელმაც დასძინა, რომ ამ ანსამბლის ჩარევა ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში დანაშაულია.
ამ ამბის შემდეგ, ჯგუფი თეატრალური მოსკოვში წავიდა, სადაც მათ პროდუსერობას თეონა კონტრიძე უწევდათ და კარიერის აწყობა მეზობელ რუსეთში სცადეს.
ჰქონდათ კონცერტები, მაგრამ ამჯერად საქართველოში დაბრუნდნენ.
„თეატრალური კვარტეტი“ დღეს მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. ანსამბლის წევრები ამ წუთებში სპორტის სასახლეში იმყოფებიან, სადაც სალომე ზურაბიშვილი შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.
შეგახსენებთ, რომ „თბილსერვისჯგუფში“ დასაქმების გამო, ბიჭებმა საზოგადოებას საჯაროდ მოუბოდიშეს და სთხოვეს, გაეზიარებინათ "მათი გულწრფელი პოზიცია", რადგან არასდროს ყოფილან გაწევრიანებულნი არც ერთ პარტიაში.
საკუთარ არჩევანში, ბუნებრივია, ყველა თავისუფალია, მაგრამ დღეს არჩევნებში მონაწილეობას გიგი უგულავას გუნდიც იღებს „ევროპული საქართველოს“ სახელით, რომლის წევრიც არის მამუკა ახვლედიანი, მაგრამ გვერდში დგომა მათ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით დაუფასეს.
წინა მთავრობამ კარიერის დასაწყისში მყოფი მუსიკოსები ფანჯრის მწმენდავებად დაასაქმა და ვნახოთ, ახლა კარიერის პიკზე მყოფებს სალომე ზურაბიშვილი როგორ დააფასებს.
იხილეთ ვიდეო: