როგორც ტედის დედა ყვება, ტედის დაბადების დღე 3 ოქტომბერს იყო, თუმცა, იმის გამო, რომ მამამისი ალიასკაზე მუშაობდა, წვეულება 21 ოქტომბერს გადაიტანეს. ტედიმ თანაკლასელებისთვის დაამზადა 32 სასაჩუქრე ბარათი, რომლებშიც მოსაწვევები იდო.
ტედის ფოტო, სადაც ის ადგილობრივ პიცერიაში ცარიელ მაგიდასთან ზის, ინტერნეტში ტედის დედამ გაავრცელა და ის მალე ვირუსული გახდა.
ტედის ადგილობრივი საკალათბურთო გუნდი „ფინიკს სანსი“ და საფეხბურთო კლუბი „ფინიკს რაიზინგი“