2014 წელს ჯემა ნათოლმა ორსულობის მეოთხე თვეს გაიგო, რომ საკვერცხის კიბო აქვს. იმისთვის, რომ ქალს მკურნალობა, მათ შორის ქიმიოთერაპია დაეწყო, აბორტი უნდა გაეკეთებინა, რაზეც მან უარი თქვა.
9 თვის განმავლობაში სიმსივნე გაიზარდა. ექიმები იძულებულები გახდნენ, საკეისრო ოპერაცია ჩაეტარებინა, რათა სიმსივნე ამოეჭრათ.

თუმცა, ორი წლის შემდეგ, რეციდივი ისევ განვითარდა და მისი მკურნალობისთვის ფულის შესაგროვებლად სპეციალური გვერდი შეიქმნა. მას

ჯემა ნათოლის რეაქცია, როდესაც მას ქეით უინსლეტი დაეხმარა

2018 წლის დასაწყისში კვლევებმა აჩვენა, რომ 29 წლის ნათოლი განიკურნა. თუმცა, რამდენიმე თვეში მას კიბო კვლავ აღმოუჩინეს. ამ შემთხვევაში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
