23 ოქტომბერი, 2018
"ბოლო ხმაზე დამჩხაოდა შუა მაღაზიაში რუსეთი ოკუპანტი არააო... მე მოსკოვში ვცხოვრობ, ძაან მაგარ ქალაქშიო და წარმატებას გისურვებ შენს "ჯააან მაგარ" თბილისშიო"
სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია "სპარში" მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს.

"სპარში შემოვიდა ვიღაც ტყლარჭი ბიჭი, "ტიმატის" მსმენელი, ტყლარჭი შარვლით. უნიქარდი შესთავაზეს და წაეკაიფა თავისი გლუვი ტვინით გოგონას: ნე პანიმაიუ გრუზინსკიო. გოგონამ რუსული არ იცოდა და შეეშვა. სამაგიეროდ ეს არ შეეშვა: შტო ეტაო - კითხა. ეს გოგო დაიბნა და ბოლოს ეკითხება ქართულად ეს ბიჭი: ამას არ ჯობდა ახლა რუსული გესწავლაო?!

ცხადია, აღვშფოთდი. ან რა ხუმრობაა და ან რატომ უნდა იცოდეს რუსული მეთქი. აუ, შენ ჯააან ოკუპაციას
რომ აპროტესტებენ ის ხარო - გამომენთო. თან ჩემს პაროდიას აკეთებს თუ რაღაც. არაა ოკუპანტი მეთქი? არაო, შენთვის იყოს ოკუპანტიო, ჩემთვის არააო. მე მოსკოვში ვცხოვრობ, ძაან მაგარ ქალაქშიო და შენ წარმატებას გისურვებ შენს "ჯააან მაგარ" თბილისშიო.

ეს ხდებოდა ხალხით სავსე მაღაზიაში და არც ერთმა ადამიანმა არ მოინდომა მისთვის პასუხი გაეცა. ამაზე მეშლება ნერვები უკვე ორი დღეა.

სპარის სტაფი არ ჩაერთო ამ კონფლიქტში, ალბათ მომხმარებლის განაწყენების შიშით. არადა, ძალიან სწორი იქნებოდა საკადრისი პასუხი გაეცათ ბიჭისთვის, რომელიც ბოლო ხმაზე დამჩხაოდა შუა მაღაზიაში რუსეთი ოკუპანტი არააო.

ორი დღეა ვერ მოვინელე ის ბიჭი. ამ შუაღამისას ამდენი რომ ვწერე, ეტყობა ვერ ვხარშავ ადვილად ამ ამბავს", - წერს ვიკა ბუკია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ელისაბედი
დიახ. ზუსტად ეგაა ჩვენი უბედურება: რუსს ოკუპანტად არ არიქვამენ.სიხარულით ტლიკინებენ რუსულად როცა ეკითხებიან თუ არ ეკითხებიან (იციან!)სხვათა შორის საფრანგეთშიც იციან ინგლისური მაგრამ არ დაგელაპარაკებიან
13:40 / 25-10-2018
გამოხმაურება / 0 /
ცირა
ეგაა სწორწე გვერდში არავინ დაგიდგა. თავხზე უნდა დაემხოთ მაგ მოსკოველისთვის და გაგეძევებინათ. ნერვები მეშლება ჩვენს უნიათობაზე.
11:22 / 24-10-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS