18 ოქტომბერი, 2018
"ამოღებულია ციტრამონი, ისინი არ ყიდდნენ ნარკოტიკს" - რა ეტაპზეა ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულების საქმე
2018 წლის 12 მა­ისს ღა­მის კლუ­ბებ­ში - „ბა­სი­ა­ნი“, „გა­ლე­რი“ და თბი­ლის­ში სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, რის შე­დე­გა­დაც 8 ახალ­გაზ­რდა და­ა­კა­ვეს. მათ ბრა­ლი ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ედე­ბათ. სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­დან ხუთი თვის შემ­დეგ, ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი ჯერ კი­დევ წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

პო­ლი­ციამ, სპე­ცო­პერ­ცი­ე­ბის შე­დე­გად, და­ა­კა­ვა: კაფე "გა­ლე­რის" დაც­ვის წევ­რი, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლი, 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლაშა მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლი, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ქეთი მუ­რუ­სი­ძე, 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ხე­ილ მი­ქა­ძე, 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბო­რის და­რახვე­ლი­ძე, 1994
წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თორ­ნი­კე ჩუტ­კე­რაშ­ვი­ლი, 1994 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ჯე­მალ ელი­ა­ვა და 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მა­მუ­კე­ლაშ­ვი­ლი.



რა ეტაპ­ზეა ამ­ჯე­რად "ბა­სი­ა­ნის საქ­მე" - ამის გა­სარ­კვე­ვად AMBEBI.GE ორი და­კა­ვე­ბუ­ლის - ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლისა და ქეთი მუ­რუ­სი­ძის ად­ვო­კა­ტებს და­უ­კავ­შირ­და.

ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ხა­თუ­ნა ხურ­ცი­ლა­ვას თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი დღემ­დე დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს:

"მა­ის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი 8 პი­რის საქ­მე­ე­ბი გა­ი­ყო და და­წყე­ბუ­ლია არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა. თუ რა­ტომ გა­ი­ყო საქ­მე­ე­ბი, ამა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­საც არ გა­უ­კე­თე­ბია გან­მარ­ტე­ბა, მაგ­რამ ჩემი, რო­გორც იუ­რის­ტის პო­ზი­ცი­ი­დან გე­ტყვით, რომ არ­ც ერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლი კავ­შირ­ში არ იყო ერ­თმა­ნეთ­თან, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­დას­ხვა საქ­მე­ე­ბია და ასე ჯო­ბია პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვი­საც და სა­სა­მარ­თლოს­თვის. ყვე­ლა და­კა­ვე­ბულს ცალ­კე მო­სა­მარ­თლე ჰყავს.

სამ ბრალ­დე­ბულ­ზე და­დას­ტურ­და და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხი­თაც იქნა ამო­ღე­ბუ­ლი ციტ­რა­მო­ნი, ისი­ნი არ ყიდდ­ნენ ნარ­კო­ტიკს.



- რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ თქვე­ნი დაც­ვის ქვეშ მყოფს, ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვილს, ისევ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს? რას ედა­ვე­ბა მას გა­მო­ძი­ე­ბა?

- ვიქ­ტო­რი ისევ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს. რე­ა­ლურ სას­ჯელ­ზე თა­ნახ­მა ვართ, ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით, მაგ­რამ ვიქ­ტორ ჟა­მუ­ტაშ­ვი­ლი არ აღი­ა­რებს ბრალს. უფრო მე­ტიც, მე დავ­კი­თხე რამ­დე­ნი­მე მოწ­მე და ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ვიქ­ტო­რის და­ვა­ლე­ბით, ნე­ბის­მი­ერ პირს, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, „გა­ლე­რი­ში“ არ უშ­ვებ­დნენ. გა­ყიდ­ვა­ზე ხომ ზედ­მე­ტია სა­უ­ბა­რი?

ე.წ. მოწ­მე, რო­მე­ლიც ჩემი ვა­რა­უ­დით და სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, აგენ­ტია, ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, თვი­თონ მი­ვი­და პო­ლი­ცი­ა­ში და მათ თა­ნამ­შრომლბა შეს­თა­ვა­ზა თუ პი­რი­ქით, აი­ძუ­ლეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. თა­ვა­დაც ნა­სა­მარ­თლე­ვია ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ზე. არ­სე­ბობს კი­დევ ერთი მოწ­მე, რო­მე­ლიც მე დავ­კი­თხე და ის ამ­ბობს, რომ ორ­ჯერ სწო­რედ ამ აგენ­ტის­გან შე­ი­ძი­ნა ექ­სტა­ზი. ასე­ვე, ერთ-ერთი და­კი­თხუ­ლი ამ­ბობს, რომ გლ­და­ნის ცი­ხე­ში ერ­თად იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს ის და ე.წ. მოწ­მე და ეს უკა­ნას­კნე­ლი საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ე.წ. მოწ­მე „გა­ლე­რის“ დაც­ვის ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა შე­უშ­ვა კლუბ­ში, რო­მელ­საც ცი­ხი­დან იც­ნობ­და. დავ­კი­თხე კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ამ­დე პო­ლი­ცია აი­ძუ­ლებ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, თუმ­ცა, უარი თქვა და ბო­ლოს ახ­ლობ­ლე­ბი ჩა­რია, რომ მას­ზე ზე­წო­ლა შე­წყვე­ტი­ლი­ყო. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS