პოლიციამ, სპეცოპერციების შედეგად, დააკავა: კაფე "გალერის" დაცვის წევრი, 1988 წელს დაბადებული ვიქტორ ჟამუტაშვილი, 1992 წელს დაბადებული ლაშა მამულაიშვილი, 1996 წელს დაბადებული ქეთი მურუსიძე, 1997 წელს დაბადებული მიხეილ მიქაძე, 1995 წელს დაბადებული ბორის დარახველიძე, 1994
რა ეტაპზეა ამჯერად "ბასიანის საქმე" - ამის გასარკვევად AMBEBI.GE ორი დაკავებულის - ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატებს დაუკავშირდა.
ჟამუტაშვილის ადვოკატის, ხათუნა ხურცილავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღემდე დუმილის უფლებას იყენებს:
"მაისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული 8 პირის საქმეები გაიყო და დაწყებულია არსებითი განხილვა. თუ რატომ გაიყო საქმეები, ამაზე პროკურატურასაც არ გაუკეთებია განმარტება, მაგრამ ჩემი, როგორც იურისტის პოზიციიდან გეტყვით, რომ არც ერთი ბრალდებული კავშირში არ იყო ერთმანეთთან, აბსოლუტურად სხვადასხვა საქმეებია და ასე ჯობია პროკურატურისთვისაც და სასამართლოსთვის. ყველა დაკავებულს ცალკე მოსამართლე ჰყავს.
სამ ბრალდებულზე დადასტურდა და მტკიცებულების სახითაც იქნა ამოღებული ციტრამონი, ისინი არ ყიდდნენ ნარკოტიკს.
- რაც შეეხება უშუალოდ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს, ვიქტორ ჟამუტაშვილს, ისევ დუმილის უფლებას იყენებს? რას ედავება მას გამოძიება?
- ვიქტორი ისევ დუმილის უფლებას იყენებს. რეალურ სასჯელზე თანახმა ვართ, ამოღებულია ნარკოტიკი მტკიცებულების სახით, მაგრამ ვიქტორ ჟამუტაშვილი არ აღიარებს ბრალს. უფრო მეტიც, მე დავკითხე რამდენიმე მოწმე და ადასტურებენ, რომ ვიქტორის დავალებით, ნებისმიერ პირს, რომელიც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, „გალერიში“ არ უშვებდნენ. გაყიდვაზე ხომ ზედმეტია საუბარი?
ე.წ. მოწმე, რომელიც ჩემი ვარაუდით და სხვადასხვა წყაროების ცნობით, აგენტია, ვერ ჩამოყალიბდა, თვითონ მივიდა პოლიციაში და მათ თანამშრომლბა შესთავაზა თუ პირიქით, აიძულეს თანამშრომლობა. თავადაც ნასამართლევია ნარკოდანაშაულზე. არსებობს კიდევ ერთი მოწმე, რომელიც მე დავკითხე და ის ამბობს, რომ ორჯერ სწორედ ამ აგენტისგან შეიძინა ექსტაზი. ასევე, ერთ-ერთი დაკითხული ამბობს, რომ გლდანის ციხეში ერთად იხდიდნენ სასჯელს ის და ე.წ. მოწმე და ეს უკანასკნელი საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა.
ე.წ. მოწმე „გალერის“ დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა შეუშვა კლუბში, რომელსაც ციხიდან იცნობდა. დავკითხე კიდევ ერთი ადამიანი, რომელმაც მითხრა, რომ სპეცოპერაციამდე პოლიცია აიძულებდა თანამშრომლობას, თუმცა, უარი თქვა და ბოლოს ახლობლები ჩარია, რომ მასზე ზეწოლა შეწყვეტილიყო. განაგრძეთ კითხვა: